top of page

ელექტრომობილების რეგისტრაციები საქართველოში, 2018 წელი

  • elektromobili.ge
  • 15 апр. 2019 г.
  • 2 мин. чтения

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით 2018 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 599 ელექტრომობილი. ამასთან, 2017 წელს რეგისტრირებული იყო 871 ელექტრომობილი, შესაბამისად 2018 წელს რეგისტრაციების კლება შეადგენს 31%-ს.


ყველაზე მეტი რეგისტრაცია ჰქონდა ნისან ლიფს - 500 ერთეული; 2017 წელს რეგისტრირებული იყო 695 ერთეული, 2018 წლის კლება შეადგენს 28%-ს.


ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკს ჰქონდა 20 რეგისტრაცია; 2017 წელს რეგისტრირებული იყო 4 ერთეული, 2018 წლის მატება შეადგენს 500%-ს.


მესამე ადგილი 17 რეგისტრაციით ერგო ტესლა მოდელ ესს, რაც თავისთავად ძალიან სასიხარულოა. 2017 წელს რეგისტრირებული იყო 3 ტესლა მოდელ ესი, მატება 2017 წელთან შედარებით შეადგენს 560%-ს.


მეოთხე ადგილი ერგო 2017 წელს მეორე ადგილის მფლობელ მიცუბიში აი-მიივ-ს; 2018 წელს რეგისტრირებული იყო 15 მიცუბიში აი-მიივ, 2017 წლის 111 რეგისტრაციასთან შედარებით კლება შეადგენს 86%-ს.


ჯამში პირველი ოთხეულის რეგისტრაცია შეადგენს 552 ერთეულს, ამდენად, სხვა ელექტრომობილების რეგისტრაციების რაოდენობას აღარ წარმოგიდგენთ ამ სტატიაში. თუმცა მეტი დეტალების ნახვის მსურველებმა შესაბამისი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ელექტრომობილის პორტალის ფეისბუქის ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/1816851585235820/files/.


გამოშვების წლების მიხედვით პირველ ოთხეულში შემავალი ელექტრომობილების რეგისტრაცია შემდეგია:

  • ნისან ლიფი: 11 ერთეული 2010 წლის გამოშვება, 251 ერთეული 2011 წლის გამოშვება, 122 ერთეული 2012 წლის გამოშვება , 65 ერთეული 2013 წლის გამოშვება, 24 ერთეული 2014 წლის გამოშვება, 11 ერთეული 2015 წლის გამოშვება, 5 ერთეული 2016 წლის გამოშვება, 11 ერთეული 2017 წლის გამოშვება;

  • ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკი: 9 ერთეული 2017 წლის გამოშვება და 11 ერთეული 2018 წლის გამოშვება;

  • ტესლა მოდელ ესი: 4 ერთეული 2012 წლის გამოშვება, 6 ერთეული 2013 წლის გამოშვება, 2 ერთეული 2014 წლის გამოშვება, 1 ერთეული 2015 წლის გამოშვება, 2 ერთეული 2016 წლის გამოშვება და 2 ერთეული 2017 წლის გამოშვება;

  • მიცუბიში აი მიივ: 5 ერთეული 2010 წლის გამოშვება, 1 ერთეული 2011 წლის გამოშვება, 8 ერთეული 2012 წლის გამოშვება და 1 ერთეული 2014 წლის გამოშვება.


წინა წლებში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ჩათვლით რეგისტრირებულია 57 ელექტრომობილი;

  • 2016 წელს რეგისტრირებულია 34 ელექტრომობილი;

  • 2017 წელს რეგისტრირებულია 871 ელექტრომობილი.

შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 1 561 ელექტრომობილი. რა თქმა უნდა, ეს ციფრი მოცემულია იმ დაშვებით, რომ უკვე რეგისტრირებული ელექტრომობილების რეგისტრაცია არ გაუქმებულა რეგისტრაციის მომდევნო პერიოდში.


ელექტრომობილების რეგისტრაციის კლების მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს პოტენციური ავტომფლობელის შემოსავლის შემცირება/არქონა, ავტო სესხების გაცემის სირთულე და მარჯვენა საჭიანი ავტომობილებისთვის 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის ლიცენზიის გაცემის აკრძალვა.


P.S. სს „ელექტრომობილი“ დიდ მადლობას უხდის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოწოდებული დეტალური და ამომწურავი ინფორმაციისთვის.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page