top of page

ტესლა: აშშ მოსახლეობის 99% იმყოფება ზემტენებიდან 150 მილის (240 კმ) ფარგლებში

  • insideevs.com
  • 12 авг. 2018 г.
  • 1 мин. чтения

ტესლას ზემტენების გაფართოებამ თითქმის ყველასთვის შესაძლებელი გახადა შორ მანძილზე მგზავრობა.

ამჟამად აშშ მოსახლეობის 99% იმყოფება ზემტენებიდან 150 მილის (240 კმ) ფარგლებში.


რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს ადგილები სადაც ზემტენები არ არის ხელმისაწვდომი ან იდეალურად განლაგებული, მაგრამ ეს სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც ზემტენი სადგურების (Supercharger Stations) რაოდენობის, ისე ზემტენი ჯიხურების (Supercharger Stalls) რაოდენობის კუთხით.


ტესლას ოფიციალურ რუქაზე ასახულია 1,327 ზემტენი სადგური 10, 854 ზემტენი ჯიხურით. აქედან 600-ზე მეტი ზემტენი სადგური განლაგებულია აშშ-ში, 400-ზე მეტი - ევროპაში, ხოლო 300-მდე კი - აზიაში.

ყველაზე მსხვილი ზემტენი სადგური, რომელიც განლაგებულია აშშ-ში შეიცავს 40 ზემტენ ჯიხურს, მაშინ როცა ჩინეთში არსებული ყველაზე მსხვილი ზემტენი სადგური შეიცავს 50 ზემტენ ჯიხურს.

ორიგინალი სტატია იხილეთ აქ:

Commentaires


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page