top of page

ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში: 2017 წელი ჯამურად და დეკემბერი, 2018 წლის პროგნოზი

  • evobsession.com
  • 12 февр. 2018 г.
  • 2 мин. чтения

ვებ-გვერდზე evobsession.com განახლდა ელექტრომობილების გაყიდვის სტატისტიკა ევროპის მასშტაბით, კერძოდ, დაემატა 2017 წლის დეკემბრის მონაცემები და ამ წლის მთლიანი გაყიდვები.


ასე გამოიყურება წლის ბოლო თვის გაყიდვები ევროპაში:

რენო ზოიმ კვლავ დაიკავა ყოველთვიური გაყიდვების ლიდერის პოზიცია, მას მოჰყვებიან ტესლა მოდელ ესი და იქსი, ხოლო მე-4 ადგილზე გავიდა ბი-ემ-ვი ი3. მე-5 ადგილზე მოულოდნელად გავიდა სმარტ იდი ორისთვის, მას საგრძნობი ჩამორჩენით ფოლკსვაგენ ე-გოლფი მოჰყვება. ჰიუნდაი იონიქ ელექტრიქმა ერთი ადგილით დაბლა ჩაინაცვლა, თუმცა რაოდენობრივად მაჩვენებელი გაზარდა. კია სოულ ივიმ დაასრულა თავისი საოცარი ტრენდი და ზედიზედ მე-5 თვე მე-8 ადგილზე დარჩა. ნისან ლიფმა მე-9 ადგილი დაიკავა.


ახლა იხილეთ 2017 წლის ჯამური გაყიდვების სტატისტიკა:

საბოლოოდ, 2017 წლის ჯამურ გაყიდვები თითქმის ოქტომბერში ჩამოყალიბებული განლაგებით შენარჩუნდა, დისონანსი შეიტანა სმარტ იდიმ, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა სტატისტიკაში. მან მე-9 ადგილზე ჩაანაცვლა „ფოსტის“ ელექტრომობილი. ჩემი დაშვების მიუხედავად, ფოლკსვაგენ ე-გოლფმა ვერ შეძლო ტესლა მოდელ ესის გასწრება და მე-5 ადგილი დაიკავა.

დეკემბრის თვემ, 14 755 ერთეულის გაყიდვით, გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და მოხსნა ამ და წინა წლების ყველა რეკორდი ელექტრომობილის ყოველთვიურ გაყიდვებში. მას მოჰყვება მარტი და სექტემბერი. გარდა ამისა, 10 000-ზე მეტი გაყიდვების მქონე თვეებს, ასევე მიეკუთვნება ივნისი, ოქტომბერი და ნოემბერი. ყველაზე წარუმატებელი თვე იყო აპრილი, როდესაც გაყიდვებმა მხოლოდ 7000 ერთეული შეადგინა.


2017 წელს ევროპაში სულ 124 964 ცალი ელექტრომობილი გაიყიდა.


აქვე მსურს პროგნოზის გამოქვეყნება მასზედ, თუ როგორი იქნება 2018 წლის გაყიდვები ევროპაში. პროგნოზს მხოლოდ პირველი რვა მოდელის ელექტრომობილზე გავაკეთებ, ხოლო ცდომილებას 10 პროცენტის ფარგლებში ვუშვებ.


ჯამურად ევროპაში, 2018 წელს 230 000-მდე ელექტრომობილის გაყიდვას უნდა ველოდოთ, რაც 2017 წლის მონაცემის თითქმის გაორმაგებას ნიშნავს. გთხოვთ, იხილოთ დიაგრამა:

ამასთან, მსურს მოგაწოდოთ მოსაზრებები ამ პროგნოზებთან დაკავშირებით.


რენო ზოის წარმატებას განახლებულ ნისან ლიფთან შედარებით ვხსნი იმით, რომ რენო ევროპული ბრენდია და ევროპელი მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ევროპულ ბრენდს მიანიჭებს უპირატესობას. ამ მტკიცებას ადასტურებს 2017 წლის სტატისტიკაც, სადაც ფრანგული და გერმანული ბრენდები ლიდერობენ. შესაბამისად, ნისან-რენოს ალიანსი არ დაუშვებს, რომ ამ ნიშაში პირველობა ბი-ემ-ვი ი3-მა ან სხვა ელექტრომობილმა წაართვას. მაგრამ რა მოვუხერხოთ ნისან ლიფის მნიშვნელოვნად გაზრდილი სვლის მანძილს? ვინაიდან ამ ორივე ელექტრომობილს ერთი კონცერნი ფლობს, რენო ზოის ან „ჩაუდგამენ“ ნისან ლიფის მსგავს ელემენტების ბატარეას ან შეამცირებენ მის ფასს. მე უფრო პირველი ვარიანტს ვემხრობი.


ბი-ემ-ვი ი3 მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხარისხიანი, ლამაზი და კარგი მაჩვენებლების ელექტრომობილია, ძვირია. შესაბამისად, თუ არაფერი შეიცვლება ან მის ფასში ან სვლის მანძილში, ეს პროგნოზი მისი შესაძლებლობის ყველაზე ოპტიმისტური მაქსიმუმია.


ფოლკსვაგენ ე-გოლფი დაიკავებს თვის ღირსეულ ადგილს ფასისა და განახლებული ელემენტების ბატარეის წყალობით, თუმცა მაინც „ფოლკსვაგენია“ და მეტს მისგან არ უნდა ველოდოთ.


ყველაზე დიდი ცვლადი ამ პროგნოზში არის, რა თქმა უნდა, ტესლა. ისე და ისევ მოდელ 3-ზე აღებული ვალდებულებების გამო სხვა მისი მოდელები ვერ შეძლებენ სერიოზულ წიაღსვლას. მოდელ ესისა და მოდელ იქსის ეს მაჩვენებელიც მთლიანად დამოკიდებულია ნორვეგიაზე და სხვა მის მსგავს პატარა, მაგრამ მდიდარ ქვეყნებზე. რაც შეეხება მოდელ 3-ს ჩემი აზრით ტესლა ამ წელს ევროპას სერიოზულად „გადააგდებს“. მაგრამ თუ ტესლამ შეძლო ევროპაშიც შემოსვლა ძალიან „მეცოდება“ ნისან-რენოს ალიანსი.


ჰიუნდაი და კია, სამწუხაროდ, ვერავითარ სერიოზულ სვლას ვერ შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჰიუნდაის ამ მოდელში დიდ პერსპექტივას ვხედავ, ხოლო კიას ეს მოდელი მაინც კროსოვერია და იმსახურებს მოწონებას.


იხილე მსგავსი სტატიები:

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page