ელექტრომობილების გაყიდვები აშშ-ში: დეკემბერი, 2017 წელი
- insideevs.com
- 10 янв. 2018 г.
- 1 мин. чтения
საიტზე insideevs.com ტრადიციულად განახლდა ყოვლისმომცველი სტატისტიკა აშშ-ს მასშტაბით ელექტრომობილების გაყიდვებზე და დაემატა დეკემბრის თვე. იხილეთ დიაგრამები:


შევროლე ბოლტ ივი-მ ვერ შეძლო დეკემბერშიც პირველი ადგილის დაკავება და ყოველთვიურ გაყიდვებში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე კვლავ ტესლა მოდელ ესია, რომელსაც მოდელ იქსი მოჰყვება. ტესლა მოდელ 3 მე-4 ადგილზე გავიდა. მას მოჰყვებიან ბი-ემ-ვი ი3 და ჰონდა ქლარითი ელექტრიქი. ფიატ 500ე ინარჩუნებს მე-7 ადგილს.
ასე გამოიყურება აშშ-ს 2017 წლის ჯამური გაყიდვები, თითოეული ელექტრომობილის მიხედვით:


წლის მონაცემებით საუკეთესი აღმოჩნდა ტესლა მოდელ ესი. ჩემი პროგნოზები შევროლე ბოლტ ივისთან მიმართებით მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა, კერძოდ, მან შეძლო ტესლა მოდელ იქსის დაჯაბნა, ტესლა მოდელ ესს ვერ მოერია და შედეგად მეორე ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ცხრა ელექტრომობილის მიმართ სექტემბრიდან ჩამოყალიბებული ტრენდი შენარჩუნდა წლის ბოლომდე და აღნიშნულ სამეულს შესაბამისად, მოჰყვებიან ნისანი, ბი-ემ-ვი, ფიატი, ფოლკსვაგენი, კია და ფორდი.
თითქმის გამართლდა პროგნოზები ტესლა მოდელ 3-თან მიმართებით, კერძოდ, როგორც ვვარაუდობდი, მან ვერ შეძლო ხუთეულში მოხვედრა, რეალურად შეეძლო მე-8 ადგილზე გასვლა, დააკლდა დაახლოებით 400 ელექტრომობილი. მაგრამ ნავარაუდევი მე-9 ადგილის ნაცვლად მე-10 ადგილი დაიკავა.

დეკემბრის თვემ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და მოხსნა ამ და წინა წლების ყველა რეკორდი ელექტრომობილის ყოველთვიურ გაყიდვებში. მას მოჰყვება სექტემბერი და მარტი. სამივე თვეში გაყიდვებმა გადააჭარბა 10 000 ცალს. ყველაზე წარუმატებელი თვეები იყო იანვარი და აპრილი, როდესაც გაყიდვებმა 6000 ცალსაც ვერ მიაღწია.
2017 წელს აშშ-ში ჯამურად გაიყიდა 106 708 ცალი ელექტრომობილი.
აქვე მსურს პროგნოზის გამოქვეყნება მასზედ, თუ როგორი იქნება 2018 წლის გაყიდვები აშშ-ში. პროგნოზს მხოლოდ პირველ ათეულზე გავაკეთებ და ცდომილებას 10 პროცენტის ფარგლებში ვუშვებ. იხილეთ დიაგრამები:


ჯამურად აშშ-ში, 2018 წელს 200 000-მდე ელექტრომობილის გაყიდვას უნდა ველოდოთ, რაც 2017 წლის მონაცემის თითქმის გაორმაგებას ნიშნავს.
იხილე მსგავსი სტატიები:
Comments