ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში: ნოემბერი, 2017 წელი
- evobsession.com
- 5 янв. 2018 г.
- 1 мин. чтения
ვებ-გვერდზე evobsession.com განახლდა ელექტრომობილების გაყიდვის სტატისტიკა ევროპის მასშტაბით, კერძოდ, 2017 წლის ნოემბრის მონაცემები. იხ. დიაგრამები:

რენო ზოიმ კვლავ დაკარგა ყოველთვიური გაყიდვების ლიდერის პოზიცია და იგი ბი-ემ-ვი ი3-ს დაუთმო. ფოლკსვაგენ ე-გოლფმა ყოველთვიურ გაყიდვებში მე-2-დან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ტესლა მოდელ ესმა და მოდელ იქსმა კვლავ დაიბრუნეს მე-4 და მე-5 ადგილები. ჰიუნდაი იონიქ ელექტრიქმა ოდნავ გააუმჯობესა გაყიდვები, რის შედეგადაც მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ნისან ლიფმა მე-7 ადგილზე გადაინაცვალა. საოცარი ტრენდით აგრძელებს გაყიდვებს კია სოულ ივი, კერძოდ, აგვისტოდან მოყოლებული მე-8 ადგილიდან ფეხს არ იცვლის. ბოლო ადგილზე კი „ფოსტის“ ელექტრომობილია.

ჯამურ გაყიდვებში არაფერი ახალია აღსანიშნი, ვინაიდან შენარჩუნდა ოქტომბერში ჩამოყალიბებული განლაგება. დეკემბერში შესაძლებელია, რომ ფოლკსვაგენ ე-გოლფმა გაასწროს ტესლა მოდელ ესს, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს ნისან ლიფის გასწრებას.

2017 წლის ნოემბერში ევროპაში ჯამურად გაიყიდა 10 444 ცალი ელექტრომობილი, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით გაყიდვების კლება უმნიშვნელოა, დაახლოებით -1 %-ს შეადგენს, სექტემბერთან შედარებით კლება დაახლოებით -25%-ია, ამასთან, აგვისტოსთან შედარებით ზრდაა და იგი დაახლოებით 18%-ს შეადგენს. თვიურ გაყიდვებში ნოემბერი მეხუთე ადგილს იკავებს.
წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით ევროპაში სულ 110 209 ცალი ელექტრომობილი გაიყიდა.
Comments