top of page

ელექტრომობილების გაყიდვები აშშ-ში: ნოემბერი, 2017 წელი

  • insideevs.com
  • 26 дек. 2017 г.
  • 1 мин. чтения

საიტზე insideevs.com ტრადიციულად განახლდა ყოვლისმომცველი სტატისტიკა აშშ-ს მასშტაბით ელექტრომობილების გაყიდვებზე და დაემატა ნოემბრის თვე. იხილეთ დიაგრამები:

შევროლე ბოლტ ივი აგრძელებს წინა თვეში დაწყებულ „მარშს“ და ნოემბერშიც გაყიდვებში პირველი ადგილი დაიკავა. ყოველთვიურ გაყიდვებში მას ტესლა მოდელ იქსი და შემდეგ ტესლა მოდელ ესი და ბოლოს, ტესლა მოდელ 3 მოჰყვებიან.


ასე გამოიყურება აშშ-ს 2017 წლის ჯამური გაყიდვები (ნოემბრის ჩათვლით), თითოეული ელექტრომობილის მიხედვით:

ჯამურ გაყიდვებში შევროლე ბოლტ ივი პირველობას კვლავ ტესლა მოდელ ესს უთმობს და მეორე ადგილს ინარჩუნებს. თეორიულად, თუ ტესლა მოდელ ესის შესყიდვები მომდევნო თვეს კვლავ შემცირდება, ხოლო შევროლე ბოლტ ივის გაიზრდება, ამ უკანასკნელს აქვს შანსი 2017 წელს, აშშ ბაზარზე მოიპოვოს პირველობა. სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება, ვინაიდან ილონ მასკმა დაახლოებით თვე ნახევრის წინ განაცხადა, რომ იგი გეგმავს, მოდელ ესის და მოდელ იქსის წარმოების შემცირების ხარჯზე, მოდელ 3-ის წარმოების გაზრდას.


ტესლა მოდელ 3-ის გაყიდვები გაორმაგდა და შედეგად, მათ ნოემბრის გაყიდვებში მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა ტესლას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება მე-9 და მით უმეტეს, მე-8ადგილზე გადასასვლელად. კერძოდ, თუ ფორდ ფოკუს ელექტრიკი და კია სოულ ივი, რაიმე განსაკუთრებულ წინსვლას არ განახორციელებენ დეკემბერში, ხოლო ტესლა გააორმაგებს მოდელ 3-ის ჯამურ მაჩვენებელს, ანუ დაახლოებით 1 400 ცალს გამოუშვებს, მე-8 ადგილზე გადასვლა შესაძლებელია.


ნოემბრის თვე სექტემბერთან შედარებით უკეთესი აღმოჩნდა, კერძოდ, სულ გაიყიდა 7961 ელექტრომობილი, შესაბამისად, გაყიდვები, ოქტომბერთან შედარებით, გაიზარდა 17%-ით, თუმცა წლის ჭრილში, ნოემბერი გაყიდვებში მეშვიდე ადგილს იკავებს.

წლის დასაწყისიდან დღემდე აშშ-ში ჯამურად გაიყიდა 91640 ცალი ელექტრომობილი.


იხილე მსგავსი სტატიები:




Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page