top of page

ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში: ოქტომბერი, 2017 წელი

  • evobsession.com
  • 12 дек. 2017 г.
  • 1 мин. чтения

ვებ-გვერდზე evobsession.com გამოქვეყნდა ელექტრომობილების გაყიდვის სტატისტიკა ევროპის მასშტაბით, კერძოდ, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემები. იხ. დიაგრამები:

რენო ზოიმ კვლავ დაიბრუნა ყოველთვიური გაყიდვების ლიდერის პოზიცია. ფოლკსვაგენ ე-გოლფმა, რომელიც სექტემბრის ყოველთვიურ გაყიდვებში მე-6 ადგილზე იყო, მოულოდნელად მე-2 პოზიცია დაიკავა. ტესლა მოდელ ესისა და მოდელ იქსის გაყიდვები იმდენად დაეცა, რომ მათ სრულიად უცნობმა სტრითსკუტერ ვორკმა გაასწრო, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჯამურ გაყიდვებში ორი მოვლენა არის აღსანიშნი, კერძოდ, ფოლკსვაგენ ე-გოლფმა გაასწრო და შესაბამისად ადგილი გაუცვალა ტესლა მოდელ იქსს, შესაბამისად, მათ მე-5 და მე-6 ადგილები გაინაწილეს. ბოლო, მე-12 ადგილზე მყოფმა უცნობმა სტრითსკუტერ ვორკმა მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

2017 წლის ოქტომბრის თვეში ევროპაში ჯამურად გაიყიდა 10573 ცალი ელექტრომობილი, 2017 წლის სექტემბერთან შედარებით გაყიდვების კლება თითქმის 24%-ს შეადგენს, აგვისტოს შედარებით ზრდა არის თითქმის 20%-ით, ხოლო ივლისთან შედარებით ზრდა თითქმის 36%-ს შეადგენს. ამასთან, თვიურ გაყიდვებში ოქტომბრის თვე საპატიო მეოთხე ადგილს იკავებს.


წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით ევროპაში სულ 99765 ცალი ელექტრომობილი გაიყიდა.


Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page