ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში
- elektromobili.ge
- 3 дек. 2017 г.
- 1 мин. чтения

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით:
2013 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით საქართველოში რეგისტრირებულია 741 ელექტრომობილი;
2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ჩათვლით რეგისტრირებულია 57 ელექტრომობილი;
2016 წელს რეგისტრირებულია 34 ელექტრომობილი;
2017 წელს რეგისტრირებულია 650 ელექტრომობილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ვებ-გვერდზე „BFM.GE“ („ბანკები და ფინანსები) გამოქვეყნდა ინფორმაცია 2017 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულ ელექტრომობილებზე (იხ. ბმული http://bfm.ge/?p=32933), რომლის მიხედვითაც, ამ პერიოდისთვის, საქართველოში რეგისტრირებული იყო 328 ელექტრომობილი.
გამოდის, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში რეგისტრირებული იყო 237 ახალი ელექტრომობილი (328-34-57), ხოლო 2017 წლის 17 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით მათი რაოდენობა 413 ერთეულით გაიზარდა (650-237).
მართალია ეს ციფრები ზღვაში წვეთია, მაგრამ როგორც ცნობილია ზღვა წვეთებით ივსება!
P.S. სს „ელექტრომობილი“ მადლობას უხდის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციისთვის.
Comments