top of page

რატომ ელექტრომობილი? ნაწილი IV

  • elektromobili.ge
  • 25 нояб. 2017 г.
  • 3 мин. чтения

ამ სტატიების ციკლის წინა ნაწილში განვიხილე ელექტრომობილების არსებობის ეკოლოგიური სარგებლიანობის ასპექტები. ამ და მომდევნო სტატიებში მინდა განვიხილო მათი სარგებლიანობა ეკონომიკური კუთხით.


მესაკუთრის პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი


ელექტრომობილის მესაკუთრეს აქვს ორი ძირითადი პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი:


1. ელექტრომობილის „საწვავის“ ხარჯი უფრო მცირეა, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილის ბენზინის ღირებულება. ამ მტკიცების დასადასტურებლად დიაგრამის სახით შემოგთავაზებთ, რამდენიმე გაანგარიშებას, რომელიც ციფრებში, კერძოდ, ლარებში გაჩვენებთ იმ ეკონომიურ სარგებელს, რასაც ელექტრომობილის მფლობელი იღებს, შიდა წვის ძრავიანი ავტომფლობელთან შედარებით 1 თვის, 1 წლის, 8 წლისა და 15 წლის ჭრილში. გაანგარიშებისთვის საჭიროა განვსაზღვროთ თუ რა მონაცემებს ვადარებთ ერთმანეთს და რა დაშვებებს მივიჩნევთ, როგორც ფაქტს.


უპირველეს ყოვლისა, ფაქტად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ჩვეულებრივი ავტომფლობელი დღეში საშუალოდ გადის 30 კმ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ხან 100 კმ.-ს გადის და ხან საერთოდ არაფერს გადის. ასევე ფაქტია, ისიც, რომ ელექტრომობილები 100 კმ.-ის გასავლელად ხარჯავენ სულ ცოტა 10 კვტ.სთ-სა და არაუმეტესს 20 კვტ.სთ. ელექტროენერგიას. ეს დასტურდება როგორც ამ ვებ-გვერდზე მოცემული სტატიებიდან, ისე ინტერნეტში აღებული უამრავი მასალით, მათ შორის, EPA-ს (აშშ გარემოს დაცვის სააგენტო) საიტზე არსებული ოფიციალური დასკვნებით. ამის მიუხედავად, ხსენებულ გაანგარიშებებში მინიმუმად ვიყენებ 12 კვტ.სთ-ს, ხოლო მაქსიმუმად 30 კვტ.სთ.-ს.


გარდა ამისა, ელექტროენერგიის ტარიფად ვიყენებ დღეს არსებულიდან ყველაზე ძვირს 0,22 ლარი კვტ.სთ-ზე. თუ დავუშვებთ, რომ მთელი ელექტროენერგია, რომელსაც ელექტრომობილები საქართველოში გამოიყენებენ შეიძლება იყოს იმპორტირებული, ვიღებ გამოგონილ ციფრს 0,3504 ლარი კვტ.სთ-ზე. ეს ბოლო ციფრი აღებულია იმ პირობით, რომ 0,22 ლარში, ქართული და იმპორტირებული ელექტროენერგიის კომპონენტი შეადგენს 0,10 ლარს, ხოლო მისი 100% იმპორტით ჩანაცვლების შემთხვევაში, იმპორტირებული ელექტროენერგიის კომპონენტი გახდება 0,25 ლარი, ნაცვლა 0,10 ლარისა და შესაბამისად, ტარიფის დანარჩენი კომპონენტის დამატების შემთხვევაში, იგი გახდება 0,37 ლარი ერთი კილოვატსაათისთვის.


ბენზინის ფასად ორ ციფრი ავიღე 2 და 2,5 ლარი. ავტომობილის მიერ 100 კმ.-ზე დახარჯული ბენზინის რაოდენობად, შესაბამისად, 5 და 8 ლიტრი.


8 წელი აღებული მაქვს ელემენტების ბატარეის სტანდარტული გარანტიის, ხოლო 15 წელი, წინა სტატიაში ელემენტების ბატარეის სავარაუდო რეალური სიცოცხლის უნარიანობის პერიოდებიდან გამომდინარე.


ელექტრომობილის და ტრადიციული ავტომობილის შედარებას ვაკეთებ შემდეგნაირად, 12 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ხარჯის მქონე ელექტრომობილებს, ორივე სატარიფო ვარიანტში (0,22 და 0,37 ლარი), ვადარებ 5 ლიტრი ბენზინის მხარჯველ ავტომობილს, ხოლო ბენზინის ღირებულებად 2 ლარს ვიღებ. 30 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ხარჯის მქონე ელექტრომობილებს, ორივე სატარიფო ვარიანტში (0,22 და 0,37 ლარი), ვადარებ 8 ლიტრი ბენზინის მხარჯველ ავტომობილს, ხოლო ბენზინის ღირებულებად 2,5 ლარს ვიღებ. იხილეთ დიაგრამები:

ახლა მინდა შემოგთავაზოთ იგივე გაანგარიშებები, ოღონდ დღეში სულ ცოტა 100 კმ.-ს ვინც გადის იმათთვის. რა თქმა უნდა, პროცენტული განსხვავება ბენზინისა და ელექტრომანქანის „საწვავის“ ხარჯს შორის იგივეა, მაგრამ თუ მაინც იძულებული ხართ ამდენი იმოძრაოთ, თანხობრივი განსხვავება თვალშისაცემია. იხილეთ დიაგრამები:

ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია, ციფრები თვითონ ამბობენ ყველაფერს.

2. ელექტრომობილის შენახვა და მოვლა შიდა წვის ძრავიან ავტომობილთან შედარებით უფრო იაფი ჯდება, ვინაიდან მას არ გააჩნია ძალიან ბევრი ისეთი ნაწილი, რომელიც ხშირად ფუჭდება. მაგალითად, ელექტრომობილს:

ა) თავისთავად, არ გააჩნია, ბენზინის ძრავა, შესაბამისად, არ გააჩნია საწვავის მიწოდების და ძრავის გაგრილების სისტემა (რადიატორი, წყლის პომპა, თერმოსტატი და ა.შ.), არ საჭიროებს ზეთის გამოცვლას. ელემენტების ბატარეებს აქვს თავის გაგრილება/გათბობის სისტემა, თავის რადიატორით და გამაგრილებელი სითხით (ანტიფრიზი), თუმცა ძრავის გაგრილების სისტემასთან შედარებით გაცილებით მარტივია და მალე არ ფუჭდება;

ბ) არ გააჩნია მავნე გამონაბოლქვის შემცირების სისტემა (მათ შორის, კატალიზატორი). ამ სისტემის არ ქონა, მით უფრო აქტუალური გახდება საქართველოში, ვინაიდან ტექდათვალიერების სისტემის მოსალოდნელი აღდგენის შემთხვევაში, პრობლემა შეექმნება ბევრ ავტომობილს და გარდა ამისა, ჩვენთან არსებული ბენზინის ხარისხიდან გამომდინარე, სისტემას მუდმივად დასჭირდება აღდგენა.

გ) აქვს მხოლოდ ერთი მბრუნავი ნაწილი („როტორი“), ტრადიციულ ავტომობილს ასობით მბრუნავი ნაწილი აქვს, რომლებიც ცვეთის გამო საჭიროებენ შეცვლას.

დ) ელექტრომობილს არ გააჩნია გადაცემათა კოლოფი, რომლის მაგივრად აქვს „რედუქტორი“ რომელშიც სულ რამდენიმე კბილანაა.


ერთადერთი „მინუსი“ ეს არის ელემენტების ბატარეა, რომლის გამოცვლა შეიძლება დაგჭირდეთ 8 წელიწადში ერთხელ, თუმცა, როგორც წინა სტატიაში ვთქვი, ფაქტი მეტყველებს, რომ თბილისში 10 წლის ტოიოტა პრიუსები დადის, რომელთა მფლობელები ჯერ არც ფიქრობენ ელემენტების ბატარეების შეცვლაზე.


მეოთხე ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება ...

იხილეთ:


Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page