top of page

ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში: სექტემბერი, 2017 წელი

  • evobsession.com
  • 19 нояб. 2017 г.
  • 1 мин. чтения

ვებ-გვერდზე evobsession.com გამოქვეყნდა ელეტრომობილეების გაყიდვის სტატისტიკა ევროპის მასშტაბით, კერძოდ, 2017 წლის სექტემბრის მონაცემები. იხ. დიაგრამები:

ამ წლის განმავლობაში პირველად რენო ზოიმ დათმო ლიდერის პოზიცია ყოველთვიურ გაყიდვებში, მას ტესლა მოდელ ეს-მა გაასწრო. ამის მიუხედავად, ჯამური მაჩვენებლით ტესლა მოდელ ესი კვლავ მეოთხე ადგილზე რჩება, ხოლო რენო ზოი - პირველზე.


ფოლკსვაგენ ე-გოლფის გაყიდვები კვლავ განაგრძობს ზრდას, ამის მიზეზი კი, როგორც გაირკვა, განახლებული ელემენტების ბატარეაა, რაც, ამ ელექტრომობილის ღირებულების უცვლელობის პირობებში, მას უფრო მომხიბვლელს ხდის მომხმარებლისთვის.


შეჩერდა ნისან ლიფის გაყიდვების კლება, რაც შესაძლებელია ძველი ვერსიის ნისან ლიფზე ფასდაკლების შედეგი იყოს.


ბი-ემ-ვი ი3-ის 2017 წლის გაყიდვებში ეს თვე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, რის შედეგადაც სექტემბერში ამ ელექტრომობილის 2000 ცალზე მეტი გაიყიდა.

2017 წლის სექტემბრის თვეში ევროპაში ჯამურად გაიყიდა 13854 ცალი ელექტრომობილი, ხოლო წლის დასაწყისიდან კი - 92301 ცალი ელექტრომობილი. 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა 57%-ს შეადგენს, ივლისთან შედარებით - 78%-ს, ხოლო ივნისთან შედარებით - მხოლოდ 6%-ს.


სამწუხაროდ, evobsession.com-ზე, ისევე როგორ სხვა ანალოგიური სტატისტიკის გამომქვეყნებელ საიტებზე ხშირია ცდომილებები, რაც სავარაუდოდ მანამდე გამოქვეყნებული სტატისტიკის კორექტირების შედეგია. კერძოდ, ამ სტატიის შემთხვევაშიც ევროპაში 2017 წლის ჯამური გაყიდვების ციფრი 92301 განსხვავდება, მანამდე, ამავე საიტზე სხვადასხვა თვეში გამოქვეყნებული თვიური სტატისტიკის მაჩვენებლებისგან. შესაბამისად, ამ სტატიაში მოცემული მესამე დიაგრამის (ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში, 2017 წელი (თვეების მიხედვით)) თვიური მონაცემების შეჯამების შედეგად მივიღებთ ციფრს 89192. თუმცა, წლის ჭრილში, ეს ცდომილება არ წარმოადგენს კრიტიკულს.

იხილე მსგავსი სტატიები:




Comentarios


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page