top of page

რატომ ელექტრომობილი? ნაწილი III

  • elektromobili.ge
  • 1 нояб. 2017 г.
  • 3 мин. чтения

ელექტრომობილი - საპნის ბუშტი თუ გარდაუვალი რეალობა?!


ამ კითხვაზე მართებული პასუხის მიღებაში, უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ლოგიკური დასკვნა დაგვეხმარება.


პირველი მაინც ის, არის, რომ კომპანია ტესლა არსებობს, მისი წმინდა ქონება (ვალდებულებების გამოკლების შემდეგ მიღებული ღირებულება) შეადგენს თითქმის 5 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო მთლიანი აქტივები თითქმის 23 მილიარდი აშშ დოლარია. ამასთან, ტესლამ, ჯამურად, გაყიდა 250 000 ცალ ელექტრომობილზე მეტი. ყოველივე აღნიშნული ჩვეულებრივი ნდობის ადამიანისთვის თავისთავად გამორიცხავს იმ არასერიოზულ ეჭვებს თუ მტკიცებებს, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი ბლეფი და საპნის ბუშტია, ელექტრომობილს მომავალი არ აქვს, და ის ვერ ჩაანაცვლებს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს და ა.შ.


კიდევ უფრო უნდობლებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ტესლა არ არის ერთადერთი და არც პირველი კომპანია, რომელიც აწარმოებს ელექტრომობილებს და ყიდის მათ და თანაც საკმაოდ წარმატებით. მაგალითისთვის ნისან-რენოს ალიანსის მიერ წარმოებული ნისან ლიფი და რენო ზოიც საკმარისია. არაფერს ვამბობთ ჩინურ ავტო მწარმოებლებზე, რომლებიც როგორც წვიმაში სოკოები ისე აღმოცენდნენ „ზეცისქვეშეთში“. გარდა ამისა, უმეტესობა ცნობილი ავტო მწარმოებლებისა, რომლებსაც აქამდე თითო-ოროლა ელექტრომობილი ჰყავდათ, განაცხადეს ელექტრომობილებზე ტოტალური გადასვლის გეგმები არაუგვიანეს 2030 წლისა.


შეთქმულებების თეორიების მოყვარულთათვის კი ვიტყვი, რომ, როგორც ამ სტატიების წინა სერიაში გაუწყეთ, მსოფლიოს უძლიერესი და უმდიდრესი სახელმწიფოების ნაწილმა ასევე განაცხადეს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვებისა და წარმოების აკრძალვის გეგმები.


რა სარგებელს მოაქვს ელეტრომობილს?


ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს, ეს კითხვა ელექტრომობილთან მიმართებაშიც აქტუალურია. სარგებლიანობის სია საკმაოდ მსუყეა; იგი მოიცავს როგორც ეკოლოგიურ, ისე ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტებს. მივყვეთ თითოეულს ცალ-ცალკე.


ეკოლოგიური სარგებელი


თბილისში ვცხოვრობთ დაახლოებით მილიონახევარი ადამიანი, რომლებიც ვსუნთქავთ მილიონამდე ავტომობილის ბენზინისა და ბუნებრივი გაზის არასრული წვის შედეგად გამოყოფილ გამონაბოლქვს, რომელიც გვწამლავს და, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენთაგანისთვის შესაძლო რესპირატორული და ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევის მიზეზი გახდება. უფრო ნაკლები დოზით, ეს მავნე გამონაბოლქვი ანალოგიურ უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობაზე. აქედან გამომდინარე, ელექტრომობილებზე გადასვლა არათუ გვჭირდება, არამედ ძალიან სწრაფი ტემპებით გვჭირდება, თუ რა თქმა უნდა, ფეხით ან ველოსიპედებით სიარულს არ გადაწყვეტს მთელი ქვეყანა.

აქ, რა თქმა უნდა, „დიდი ეკოლოგები“, უფრო სწორად, „ნავთობ ეკოლოგები“ გამოჩნდებიან და იტყვიან, რომ ელექტრომობილისთვის საჭირო ელექტროენერგია ასევე „ბინძური“ (ნახშირი, მაზუთი, ბუნებრივი გაზი და ატომური) ელექტროსადგურების მიერ გამომუშავდება და არ აქვს მნიშვნელობა რა აბინძურებს გარემოს. მეტიც, იტყვიან ისინი, ელექტრომობილების წარმოება და შემდგომში, ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეის უტილიზაცია გაცილებით უფრო მავნებელია გარემოსთვის და ა.შ. მოკლედ, ძმები კოხების, პუტინოიდებისა და არაბი ნავთობ მაგნატების კლასიკური დეზინფორმაცია და ფაქტების დამახინჯება. მოკლედ, ერთმნიშვნელოვნად და სრული დარწმუნებით გეტყვით, რომ ამ „სისულელეს“ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება და ასეთ ადამიანებთან კამათს აზრი არ აქვს, ვინაიდან ისინი სინამდვილეში ამაში ფულს იღებენ. მაგრამ თუ მაინც თვლით, რომ შეგწევთ ძალა „იუდას ვერცხლის აღება გადააფიქრებინოთ“ ან თვლით, რომ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ამის გულწრფელად ჯერად, მათ გადასარწმუნებლად, მოგიყვანთ რამდენიმე არგუმენტს:


1. საქართველოში ნახშირის მოქმედი, მნიშვნელოვანი, ელექტროსადგურები არ არის, არც მაზუთზე მუშაობს, რომელიმე. ატომურიც, კიდევ კარგი, არ გვაქვს, თუმცა ატომური ელექტროსადგური (თუ არ აფეთქდა ან გაჟონა), არა განახლებად ენერგიებზე მომუშავე ყველა სადგურზე უფრო სუფთაა);


2. საქართველოში ელექტროენერგიის 70%-ზე მეტი ჰიდროენერგიით გამომუშავდება;


3. თბოელექტროსადგურების მარგი ქმედების კოეფიციენტი და წვის ხარისხი (არასრულიდან სრულისკენ) გაცილებით მაღალია, ვიდრე „კუსტარულად“ გადაკეთებული და თუნდაც ქარხნულად გამოშვებული ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილის. აღარაფერს ვამბობ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებაზე.


4. ნახშირზე ან მაზუთზე მომუშავე სადგურის შემთხვევაშიც კი, გამონაბოლქვი ძირითადად მსხვილი დასახლებული პუნქტებისგან შორს არის, შესაბამისად, ერთ ადგილას, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, ავტომობილების კონცენტრირებული გამონაბოლქვი, უფრო მეტ ზიანს აყენებს გაცილებით მეტ მოსახლეობას, ვიდრე არა მჭიდრო დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას „ბინძური“ ელექტროსადგურის გამონაბოლქვი.


5. ნავთობის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა საწვავით, მაგალითად, ბიო დიზელით შეიძლება. ამისთვის დედამიწის ტერიტორია არ გვეყოფა, ამიტომ საჭიროა, მთვარეზე ან მარსზე წყალმცენარეების დარგვა, მერე ჩამოტანა დედამიწაზე, ბიო დიზელის წარმოება, ავტომობილებში ჩასხმა და ბენზინის ჩანაცვლება, მაგრამ ამ გეგმების განხორციელებამდე, შეუძლებელია. რაც შეეხება „ბინძურ“ ელექტროსადგურებს მათი ჩანაცვლება „სუფთა“ (მზე, ქარი, ჰიდრო და ა.შ.) ელექტროსადგურებით არამარტო შეიძლება, არამედ მთელ მსოფლიოში აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი.


6. თბილისში, ამ ბოლო, დროს ძალიან მომრავლდა ტოიოტა პრიუსები. მათ შორის არის 2007 წელს გამოშვებულებიც, რომელთა მფლობელებს სავსებით დასაბუთებულად აქვთ იმედი, რომ ისინი სულ ცოტა 5 წელი იმსახურებენ ამ ავტომობილებს, რა საქმეშიც, ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეაც დაეხმარებათ. მცირე არითმეტიკული უნარების გამოყენებით მივხდებით, რომ 10 წლის, ხსენებული ელემენტების ბატარეა, კიდევ 5 წელი ანუ ჯამში 15 წელი შეძლებს უტილიზაციის გარეშე მუშაობას. ამასთან, კომპანია „დაიმლერმა“, სულ ცოტა ხნის წინ გახსნა ელემენტების ბატარეებისგან შემდგარი ელექტროენერგიის შენახვის საწარმო, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ დიდი „იუპიესი“, რომელშიც ელექტრომობილი „სმარტ იდის“ „ვადაგასული“ ელემენტების ბატარეები გამოიყენა (იხ. სურათები ქვემოთ). ესეც, ერთ 5 წელს დაგვიმატებს „ეკო კატასტროფამდე“. ახლა, ლოგიკურად, კალკულატორის, არითმეტიკის და მკითხაობის გარეშე, ყველამ გამოიტანოს დასკვნა, რა უფრო მავნებელია 20 წლის განმავლობაში შიდა წვის ძრავის გამონაბოლქვი, თუ ოცი წლის შემდეგ ელემენტების ბატარეის უტილიზაცია?


ეს არის მოკლედ ელექტრომობილის სარგებლიანობის ეკოლოგიური ასპექტები, ყველა შემთხვევაში, ამ სივრცეში, მისი უპირატესობა შიდა წვის ძრავიან ავტომობილთან შედარებით.


უბრალოდ, წარმოიდგინეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი, დიდი თუ პატარა ქალაქი, სადაც დილით არ გაღვიძებთ ავტომობილების „ხრიგინი“ და მთელი დღე არ სუნთქავთ მავნე გამონაბოლქვს, სადაც გესმით ჩიტების ჭიკჭიკი და მთელი ღამე ჟანგბადით გაჯერებული ჰაერით ნასუნთქი, დილით დასვენებული იღვიძებთ და თავს მხნედ გრძნობთ!!!


მესამე ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება ...

იხილეთ:


Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page