top of page

ელექტრომობილების „სიონი“

  • Electrek.co
  • 23 окт. 2017 г.
  • 1 мин. чтения

წარმატებული „სახალხო დაფინანსების“ (CrowdFunding) კამპანიის წარმართვის შედეგად, გერმანულმა ახალგაზრდა სტარტაპმა სონო მოტორსმა (Sono Motors), საზოგადოებას წარუდგინა თავისი ელექტრომობილის „სიონი“-ს (SION) პირველი სამუშაო პროტოტიპი. აღნიშნული ელექტრომობილი იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ მისი კორპუსი მთლიანად „ასხმულია“ მზის პანელებით. სტარტაპის წარმომადგენლების განცხადებით, ხელსაყრელ პირობებში, ამ მზის პანელებს დამატებით 30 კმ.-მდე გამავლობის დამატება შეუძლიათ. გარდა ამისა, ელექტრომობილის პროტოტიპი აღჭურვილია 35 კვ.სთ-იანი მოცულობის ელემენტების ბატარეით, რაც დაახლოებით 250 კმ.-ის გავლის საშუალებას იძლევა.


„სიონი“-ს გაცხადებული ფასი იწყება 16 000 ევროდან, ელემენტების ბატარეის გარეშე, ამას ემატება ელექმენტების ბატარეების იჯარის ყოველთვიური გადასახადი. ელემენტების ბატარეის ჩათვლით, პროტოტიპის ფასი 20 000 ევროდან დაიწყება. ევროპის კავშირის ქვეყნებში ელექტრომობილების მყიდველებისთვის მოქმედი შეღავათების გათვალისწინებით, „სიონი“ საკმაოდ ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს.


სონო მოტორსი ირწმუნება, რომ „სიონმა“ 2 000 წინასწარი შეკვეთა მიიღო. საწარმოს დაგეგმილი აქვს დაიწყოს „სიონი“-ს წარმოება 2019 წლიდან.

Kommentare


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page