ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში: აგვისტო, 2017 წელი
- evobsession.com
- 9 окт. 2017 г.
- 1 мин. чтения
ვებ-გვერდმა evobsession.com კვლავ განაახლა ელეტრომობილეების გაყიდვის სტატისტიკა ევროპის მასშტაბით, კერძოდ, დაამატა 2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემები. ტრადიციულად გთავაზობთ წინა თვის სტატისტიკასაც შედარებისთვის. იხ. დიაგრამები:


ამ სტატისტიკაში თვალშისაცემია ფოლკსვაგენ ე-გოლფის გაყიდვების უეცარი ზრდა, რის შედეგადაც ივლისში მე-8 ადგილზე მყოფმა, აგვისტოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
რენო ზოი კვლავ ერთპიროვნული ლიდერია და მას პირველობას ვერც ყოველთვიურ გაყიდვებში და ვერც ჯამურში ვერავინ ჩამოართმევს.
აშშ-ს მსგავსად, ნისან ლიფის გაყიდვები კვლავ კლებულობს. ასევე დაიკლო ბი-ემ-ვი ი3-ის გაყიდვებმა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წლის ბოლომდე ტესლა მოდელ ესი დაეწიოს მას ჯამურ გაყიდვებში.
2017 წლის აგვისტოს თვეში ევროპაში ჯამურად გაიყიდა 8822 ელექტრომობილი, ხოლო წლის დასაწყისიდან კი - 78484 ელექტრომობილი. 2017 წლის ივლისთან შედარებით აგვისტოში ელექტრომობილების გაყიდვების 13%-იანი ზრდა არის, თუმცა ამავე წლის ივნისთან შედარებით კი - 32%-იანი კლებაა.
იხილე მსგავსი სტატიები:
Comments