top of page

ელექტრომობილების გაყიდვები აშშ-ში: სექტემბერი, 2017 წელი

  • insideevs.com
  • 5 окт. 2017 г.
  • 1 мин. чтения

საიტზე insideevs.com განახლდა ყოვლისმომცველი სტატისტიკა აშშ-ს მასშტაბით ელექტრომობილების გაყიდვებზე და დაემატა სექტემბრის თვე. იხილეთ დიაგრამები:

აშშ-ში ელექტროობილების გაყიდვების სტატისტიკას ახასიათებს ერთი თავისებურება, კერძოდ, ის, რომ ტესლა არ ასაჯაროებს ყოველთვიური გაყიდვების მონაცემებს. იგი გაყიდვების მონაცემებს აახლებს მხოლოდ კვარტალურად. შესაბამისად, მართალია ტესლა-ს ორივე მოდელი როგორც ყოველთვიურ ციფრებში, ისე ჯამურში პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ, ეს მონაცემები რეალურად დაზუსტდება სექტემბრის ბოლოს და შემდეგ დეკემბრის ბოლოს.


როგორც აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების აგვისტოს თვის სტატისტიკისადმი მიძღვნილ სტატიაში ვივარაუდე, შევროლე ბოლტი ივი კვლავ განაგრძობს წინსვლას და საკუთარ თავთან მიმართებით ყოველთვიურად აუმჯობესებს გაყიდვების მონაცემებს. მართალია ტესლა მოდელ იქსს ჯერ ვერ გაასწრო, მაგრამ მათ შორის სხვაობა 1000 ერთეულზე ნაკლებია. ნისან ლიფსა და შევროლე ბოლტ ივის შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, ხოლო ფიატ 500ე-სა და ბი-ემ-ვი ი3-ს კი - უკვე სამჯერ ასწრებს.


ტესლა მოდელ 3-ის გაყიდვები, როგორც ვვარაუდობდი, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის და წლის ბოლოს საპატიო მე-9 ადგილი გარანტირებულად ექნება.


პროგნოზისამებრ, ე.წ. ძველი ვერსიის ნისან ლიფ-ის გაყიდვების კლება კვლავ გრძელდება.


მერციდეს ბენც ბი250, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელმა შეწყვიტა მისი გამოშვება, ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს მე-10 ადგილს.


სასიხარულოა ის, რომ ასრულდა „ჩემი ნატვრა“ და სექტემბრის თვე აღმოჩნდა არათუ „მსუყე“, არამედ ყველაზე „მსუყე“ ამ წელიწადში; მისმა მაჩვენებლებმა არსებულ ლიდერ მარტის თვის მაჩვენებლებს საკმაოდ გაასწრო. როგორც დიაგრამაზე შეგიძლიათ იხილოთ სექტემბრში მარტთან შედარებით ელექტრომობილების გაყიდვები 22%-ით გაიზარდა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით კი - 51%-ით.


იხილე მსგავსი სტატიები:




Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page