top of page

ელექტრომობილების გაყიდვები აშშ-ში: აგვისტო, 2017 წელი

  • insideevs.com
  • 11 сент. 2017 г.
  • 1 мин. чтения

საიტზე insideevs.com განახლდა ყოვლისმომცველი სტატისტიკა აშშ-ს მასშტაბით ელექტრომობილების გაყიდვებზე და დაემატა აგვისტოს თვე. მონაცემები იხილეთ სურათებზე გამოსახულ დიაგრამებზე.



მოცემულ სტატისტიკაში აღსანიშნია შევროლე ბოლტ ივი-ს წინსვლა. ამ ელექტრომობილმა, დამსახურებულად, 8 თვის ჭრილში უკან ჩამოიტოვა ნისან ლიფ-ი, ხოლო ფიატ 500ე-სა და ბი-ემ-ვი ი3-ს ორ ნახევარჯერ ასწრებს. მის წინ მხოლოდ ტესლა მოდელ ესი და იქსია. თუმცა, თუ ტესლას ღირსეულმა კონკურენტმა ასე გააგრძელა ოქტომბრამდე მოდელ იქს-ს გაასწრებს, ხოლო წლის ბოლომდე - ტესლა მოდელ ეს-საც.

ნელ-ნელა ძალებს იკრებს ტესლა მოდელ 3, თუმცა წლის ბოლომდე საეჭვოა, რომ პირველ ხუთეულში მოხვდეს. კია სოულ ივი-ს, ფოლკსვაგენ ე-გოლფსა და ფიატ 500ე-ს თუ გაასწრებს ესეც დიდი წარმატება იქნება.

სავარაუდოდ მომავალ წლამდე გაგრძელდება ნისან ლიფ-ის გაყიდვების კლება, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეული იქნება ახალი ნისან ლიფ-ის აშშ ბაზარზე შემოსვლის მოლოდინით. როგორც ნისანის აშშ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი გვაუწყებს, გაყიდვების რეკორდსმენის განახლებული ვერსია 2018 წლის დასაწყისში გამოჩნდება აშშ-ში.

სამწუხაროა, რომ ჰიუნდაიმ ვერ შეძლო ელემენტების ბატარეის დეფიციტის მოგვარება და ამ საწარმოს, ჩემი აზრით, ღირსეული ელექტრომობილი კვლავ აუტსაიდერთა რიგებშია.

ვიმედოვნოთ, რომ აშშ-ს ელექტრომობილების ბაზრისთვის სექტემბრის თვე უფრო მსუყე ციფრებით აღინიშნება. დაველოდოთ, გავაანალიზოთ და შემდეგ შევადაროთ ამ პოსტში მოცემულ პროგნოზებს.



იხილე მსგავსი სტატიები:




Comentários


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page