top of page

ელექტრომობილის ვიქტორინა

  • elektromobili.ge
  • 27 авг. 2017 г.
  • 1 мин. чтения

მოგესალმებით ყველას,

გილოცავთ დამდეგ მარიამობას, მრავალს დაესწარით!

როგორც ცნობილია აგვისტოს თვე ძირითადად არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიახლეებით, ამ მხრივ არც ელექტრომობილების ინდუსტრია წარმოადგენს გამონაკლისს. შესაბამისად, გადავწყვიტე ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვის სტატისტიკისა და სხვა მსგავს სიახლეებზე პოსტის დაწერას შემოგთავაზოთ ინტელექტუალური თამაში. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო საიტია https://www.purposegames.com/, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც უკვე შექმნილი სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშით, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ სფეროზე, ასევე თავად შექმნათ იგი.


პირველ ჯერზე შევადგინე პატარა თამაში სულ 11 კითხვით. კითხვები შედგენილია ჩემს სტატიებში მოცემულ მასალებზე დაყრდნობით. თამაში იხილეთ აქ: https://www.purposegames.com/game/CUY99HJa1nO.


საიტმა შეიძლება მოგთხოვოთ მარტივი რეგისტრაცია, რისთვისაც საჭირო იქნება მეილის მითითება და შემდგომ მისი დადასტურება. რეგისტრაციის შემთხვევაში, საიტი ინახავს თქვენს სტატისტიკას და პროგრესს.


მადლობელი დაგრჩებით თუ დააფიქსირებთ თქვენს მოსაზრებებს ასეთი ტიპის ინტელექტუალური თამაშების მომავალში შექმნის კუთხით. ისინი სასარგებლო იქნება არა მარტო ჩვენი მეხსიერების გავარჯიშებისთვის, არამედ იმ კონტიგენტისთვის ინფორმაციის სახალისო ფორმით მისაწოდებლად, ვისაც ეზარება სტატიების კითხვა. ამან საბოლოოდ შესაძლებელია მცირედი წვლილი შეიტანოს ელექტრომობილების პოპულარიზაციის საქმეში.


Commentaires


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page