რენო კანგუ ზე
- elektromobili.ge
- 14 авг. 2017 г.
- 2 мин. чтения


რენო კანგუ ზე (Renault KANGOO ZE) წარმოადგენს ავტოკონცერნ „რენოს“ მიერ შექმნილ ფურგონის (minivan) ტიპის ელექტრომობილს. ვიკიპედიის თანახმად, მისი გაყიდვები დაიწყო, 2011 წლის ოქტომბრიდან. 2016 წლისთვის გაყიდულია ამ ელექტრომობილის დაახლოებით 23 000 ერთეული.
გამომდინარე იქიდან, რომ მწარმოებელი კომპანიის ფრანგულენოვან საიტზე ამ ელექტრომობილის 13 მოდიფიკაცია არის წარმოდგენილი, ამ სტატიაში კი შეუძლებელია თითოეულის მიმოხილვა, აქ მხოლოდ საბაზისო მოდელი (Generic) იქნება განხილული. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ განსხვავება ცამეტ ვერსიას შორის ძირითადად დაკავშირებულია ამ ელექტრომობილის მიზნობრივ გამოყენებასთან, მაგალითად, სამგზავრო-სატვირთო თუ მხოლოდ სატვირთო.
რენო კანგუ ზე-ს, ერთ დატენვაზე, NEDC-ს მიხედვით, შეუძლია გაიაროს 270 კმ (EPA-ს მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის), რასაც ელექტრომობილში არსებული 33 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს. თუმცა მწარმოებელი თავის საიტზე აღნიშნავს, რომ რეალურ პირობებში ამ ელექტრომობილს 200 კმ-ზე მეტის გავლა არ შეუძლია. ამავე დროს, მწარმოებლის საიტზე მოცემული სიმულაცია საშუალებას გვაძლევს ამ ელექტრომობილის გამავლობის მრავალი სცენარის გამოთვლას სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით. წარმოგიდგენთ რამდენიმეს:

რენო კანგუ ზე-ს 0-დან 100 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება შეუძლია 20,6 წამში. მაქსიმალურ სიჩქარე შეადგენს 130 კმ/სთ-ს. რენო კანგუ ზე აღჭურვილია 44 კილოვატიანი (60 ცხენის ძალა) ელექტრული ძრავით. ძრავის ბრუნვის მომენტი შეადგენს 226 ნიუტონ მეტრს.
ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,43 ტონას. მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში ამ ელექტრომობილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 2,13 ტონას. მაქსიმალური ტვირთის წონა შეადგენს 0,65 ტონას, ხოლო საბარგულის მაქსიმალური მოცულობა - 3 კუბურ მეტრს.
რენო კანგუ ზე-ს სიგრძე, სიგანე დაკეცილი სარკეებით, სიგანე გაშლილი სარკეებით და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის 4282/1829/2138/1844 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს 2697 მილიმეტრს. მანძილი მანქანის ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილიდან, დატვირთულობის ხარისხის შესაბამისად, მერყეობს 157-210 მილიმეტრამდე.
რენო კანგუ ზე-ს სრული დამუხტვა შესაძლებელია:

ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის საჭირო ელექტროენერგიის რაოდენობაზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, თუმცა ტრადიციულად გაცნობებთ, რომ ქართული საწარმო შპს „ი-სპეისი“-ს მიერ დამონტაჟებულ ქუჩის სპეციალურ სამფაზიან სამუხტ პუნქტებში თქვენ საშუალება გაქვთ უფასოდ დამუხტოთ თქვენი ელექტრომობილი. სამუხტი პუნქტების რუქა იხილეთ აქ: http://www.e-space.ge/ge/chargers.
საფრანგეთისთვის წარმოებული რენო კანგუ ზე-ს საბაზისო მოდელის (generic) ფასი 21 000 ევროდან იწყება. რენო კანგუ ზე-ს ყველაზე ძვირადღირებული მოდელის ფასი 27 000 ევროდან იწყება. ამ ფასებში არ შედის ელემენტების ბატარეის ქირავნობის ღირებულება.
ელემენტების ბატარეის ქირის ღირებულება მოცემულია ცალკე, ხოლო მისი ოდენობა იცვლება ელექტრომობილის მიერ გასავლელი კილომეტრაჟის შესაბამისად, კერძოდ:

რენო კანგუ ზე-ს ცალკე საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ზოგადი პირობები მოცემულია ქვემოთ.
საფრანგეთისთვის წარმოებულ რენოს ავტომობილებს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) ზოგადი, ანუ ქარხნული დეფექტებისთვის - 2-3 წელი ბ) კოროზიის საწინააღმდეგო - 12 წელი; გ) სამღებრო გარანტია შეღებვის საქარხნო დეფექტებზე - 3 წელი.
იხილე მსგავსი სტატიები:
Comentários