top of page

ტესლა მოდელ 3

  • elektromobili.ge
  • 29 июл. 2017 г.
  • 3 мин. чтения

ტესლა მოდელ 3 (Tesla Model 3) წარმოადგენს „Tesla“-ს მიერ შექმნილ სედანის ტიპის ელექტრომობილს. მართალია ოფიციალურად მისი გაყიდვები დაიწყო - 2017 წლის 31 ივლისს, მაგრამ მისი წინასწარი შეკვეთები ამ ელექტრომობილის გამოშვების დაანონსებიდან, კერძოდ, 2016 წლის 31 მარტიდან დაიწყო. ამ თარიღიდან 3 თვეში წინასწარი შეკვეთებმა 400 000-მდე მიაღწია, ამასთან, თითოეული წინასწარი შეკვეთის ფასი 1000 აშშ დოლარს შეადგენდა, ანუ ტესლამ მხოლოდ მანქანის დაანონსების შედეგად 400 000 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღოყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მოიტანს ეს ელექტრომობილი არის მისი კლასი და კლასთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასი. შეიძლება ითქვას, რომ შევროლე ბოლტთან ერთად ტესლა მოდელ 3 ქმნის ახალი ხელმისაწვდომი ელექტრომობილების კატეგორიას, რომელთა გამავლობა ტოლია ან აღემატება 350 კმ.-ს, ხოლო ფასი 35-45 ათას აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუ მომავალი წლის ბოლომდე ასეთივე გარღვევას ნისან ლიფ-იც შეძლებს (დიდი ალბათობით შეძლებს) ელექტრომობილების „ნათელი“ მომავალი კიდევ უფრო რეალური გახდება.

როგორც ყოველთვის ტესლა არ ცვლის ტაქტიკას და მაქსიმალურად ბუნდოვნად და გაუგებრად აღწერს საკუთარ ქმნილებას, ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ძლიერ მხარეებზე და დეტალებს არ უღრმავდება. მაგრამ შევეცადოთ გავერკვეთ ახალი მანქანის სპეციფიკაციებში, რისთვისაც საიტს elektrek.co დავიხმარ, შესაბამისად, ინფორმაციის ნაწილს მასზე დაყრდნობით გაწვდით.


ტესლა მოდელ 3-ს, ერთ დატენვაზე შეუძლია გაიაროს:

ა) სტანდარტული ვერსიას - 354 კმ.-დან 399 კმ.-მდე, რასაც 50-55 კვტ.სთ.-მდე ელექტროენერგიის მქონე მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს;

ბ) შორი გამავლობის ვერსიას - 400 კმ.-დან 539 კმ.-მდე, რასაც 70-75 კვტ.სთ.-მდე ელექტროენერგიის მქონე მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს.

EPA-სა და NEDC-ს მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.


ტესლა მოდელ 3 0-დან 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს:

ა) სტანდარტული ვერსიის ტესლა მოდელ 3 – 5,1-5,6 წამში;

ბ) შორი გამავლობის ვერსიის ტესლა მოდელ 3 – 2,5-4,3 წამში;

ტესლა-ს ვებ-გვერდზე მაქსიმალურ სიჩქარეზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა elektrek.co თანახმად:

ა) სტანდარტული ვერსია ავითარებს 209 კმ./სთ.-ში სიჩქარეს;

ბ) შორი გამავლობის ვერსია ავითარებს 225 კმ./სთ.-ში სიჩქარეს.

ტესლა მოდელ 3-ის ელექტრულ ძრავაზე და ძრავის ბრუნვის მომენტზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის,


ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,610 ტონას სტანდარტული ვერსიისთვის და 1,730 ტონას შორი გამავლობის ვერსიისთვის. მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში ამ ელექტრომობილის წონაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.


ტესლა მოდელ 3-ს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის ‪4694/‪1933/‪1443 მილიმეტრს. დაკეცილი სარკეებით მანქანის სიგანე შეადგენს 1849 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს 2875 მილიმეტრს. მანძილი მანქანის ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილიდან მიწამდე შეადგენს 140 მილიმეტრს.


სახლის პირობებში, 240 ვოლტზე, 32 ამპერით, ტესლა მოდელ 3-ის სტანდარტული ვერსიის 48 კილომეტრით დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 1 საათში, ხოლო ტესლა მოდელ 3-ის შორი გამავლობის ვერსიის 240 ვოლტზე, 40 ამპერით, 59 კილომეტრით დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 1 საათში. ტესლას ზემტენის მეშვეობით ტესლა მოდელ 3-ის სტანდარტული ვერსიის დამუხტვა 209 კილომეტრით შესაძლებელია 30 წუთში, ხოლო ტესლა მოდელ 3-ის შორი გამავლობის ვერსიის დამუხტვა 273 კილომეტრით 30 წუთში.


სამწუხაროა, რომ არავითარი ინფორმაცია გვაქვს ტესლა მოდელ 3-ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებაზე.


აშშ-სთვის წარმოებული ტესლა მოდელ 3-ს ფასი 35 000 აშშ დოლარიდან 49 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. სტანდარტული ვერსიის ფასი 35 000 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო შორი გამავლობის ვერსიის ფასი 44 000 აშშ დოლარიდან იწყება. განსხვავების ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, ელემენტების ბატარეის ფასია, რაც 9 000 აშშ დოლარს შეადგენს.


აშშ-სთვის წარმოებულ ტესლა მოდელ 3-ს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) ზოგადი, შეზღუდული გარანტია - 4 წელი ან დაახლოებით 80 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ბ) ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეის გარანტიის პირობები - რომელი პირობაც უფრო ადრე დადგება - 8 წელი ან

ა.ა) დაახლოებით 161 000 კმ სტანდარტული გამავლობის ტესლა მოდელ 3-თვის;

ა.ბ) დაახლოებით 193 000 კმ შორი გამავლობის ტესლა მოდელ 3-თვის;


მიუხედავად ამ მწირე ინფორმაციისა, რაც ტესლა მოდელ 3-ზე მოგაწოდეთ, ამ ელექტრომობილის გამოშვების ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს მასზედ, რომ მომავალი უკვე დადგა! ელექტრომობილების რევოლუციას ვერაფერი შეაჩერებს!!!


იხილე მსგავსი სტატიები:

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page