top of page

ფოლკსვაგენ ე-გოლფი

  • elektromobili.ge
  • 17 июн. 2017 г.
  • 2 мин. чтения



ფოლკსვაგენ ე-გოლფი (Volkswagen e-Golf) წარმოადგენს „ფოლკსვაგენი“-ს მიერ შექმნილ ელექტრომობილს. მისი გაყიდვები დაიწყო 2014 თებერვლიდან. 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით სულ გაყიდულია ამ ელექტრომობილის დაახლოებით 19 000 ეგზემპლარი, აქედან ევროპაში დაახლოებით 14 500, ხოლო აშშ-ში - დაახლოებით 4 500.

ფოლკსვაგენ ე-გოლფს, ერთ დატენვაზე, EPA-ს მიხედვით, შეუძლია გაიაროს 132 კმ, NEDC-ს მიხედვით - 300 კმ, ხოლო მწარმოებლის განცხადებით კი - 200 კმ. ელექტრომობილს აქვს 35,8 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა.


ფოლკსვაგენ ე-გოლფს, 0-დან 100 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება შეუძლია 9,6 წამში, ხოლო 0-დან 80 კმ/სთ-ში სიჩქარის კი - 6,9 წამში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 150 კმ/სთ-ში. ფოლკსვაგენ ე-გოლფი აღჭურვილია 100 კილოვატიანი (136 ც/ძ) ელექტრული ძრავით. ძრავის ბრუნვის მომენტი შეადგენს 290 ნიუტონ მეტრს.


ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,615 ტონას. მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში კი 2,202 ტონას. ტვირთის წონა მერყეობს 0,408 ტონიდან 0,480 ტონამდე.


ფოლკსვაგენ ე-გოლფს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის ‪4270/1799/‪1482 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს ‪2629 მილიმეტრს. მანძილი მანქანის ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილიდან მიწამდე - ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.


სახლის პირობებში, 240 ვოლტზე ფოლკსვაგენ ე-გოლფს 2,3 კვ.-იანი დამტენის მეშვეობით დამუხტვა შესაძლებელია 17 საათში, ხოლო 3,6 კვ.-იანი დამტენის მეშვეობით კი - 10 საათსა და 50 წუთში. ქუჩის მუდმივი დენის 40 კვ.-იან სპეციალურ სატენზე ელექტრომობილის 80%-ით დამუხტვა შესაძლებელია 45 წუთში.


NEDC-ს მიხედვით, ფოლკსვაგენ ე-გოლფი ყოველ 100 კმ-ზე მოიხმარს დაახლოებით 12,7 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. დავუშვათ, რომ ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის, დამატებით იკარგება 50%-ით მეტი ელექტროენერგია და 12,7 კილოვატსაათის ნაცვლად, 100 კილომეტრის გასავლელად საჭიროა 19 კილოვატსაათი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისთვის. გამოდის, რომ საქართველოში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 4,19 ლარად (19*0,22).


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის წარმოებული ფოლკსვაგენ ე-გოლფს ფასი მერყეობს დაახლოებით 36 000 ევროდან 53 000 ევრომდე.


როგორც ყოველთვის, გერმანული ელექტრომობილის გარანტიების მოძიება ვერ შევძელი, ვინაიდან ინფორმაცია მიუწვდომელია მწარმოებლის ვებ-გვერდზე. ფოლკსვაგენ ე-გოლფს ონლაინ კონფიგურატორში მოცემულია ე.წ. „გაფართოებული გარანტიის“ შესყიდვის შესაძლებლობა, შემდეგი პარამეტრების და ფასის არჩევანიდან:

თუმცა ე.წ. გაფართოებული გარანტიის არსი მიუწვდომელია.


Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page