top of page

ფიატ 500 ე

  • elektromobili.ge
  • 13 июн. 2017 г.
  • 2 мин. чтения

ფიატ 500 ე (Fiat 500e) წარმოადგენს „ფიატ-კრაისლე აუტომობილეს“ ქვედანაყოფის „ფიატ აუტომობილეს“ მიერ შექმნილ ელექტრომობილს. მისი წარმოება დაიწყო 2012 წელს, ხოლო გაყიდვები კი - 2013 წლის ივლისიდან. 2016 წლის მდგომარეობით სულ გაყიდულია დაახლოებით ამ ელექტრომობილის 16 000 ეგზემპლარი. აქ განხილული იქნება 2017 წლის მოდელი, რომელიც მცირედით უმჯობესია წინა მოდელებზე. ამ ეტაპზე ამ ელექტრომობილის შესყიდვა მხოლოდ აშშ-ს კალიფორნიისა და ორეგონის შტატებშია შესაძლებელი. მწარმოებელი არ გეგმავს ამ ელექტრომობილის ევროპაში გაყიდვას.


ფიატ 500 ე-ს, ერთ დატენვაზე, EPA-ს მიხედვით, შეუძლია გაიაროს 135 კმ (NEDC-ს მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის), რასაც ელექტრომობილში არსებული 24 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს.


ფიატ 500 ე-ს, 0-დან 100 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება 8,7 წამშია შესაძლებელი (თუმცა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის). მაქსიმალურ სიჩქარეზე ინფორმაცია ასევე არ არის ხელმისაწვდომი. ფიატ 500 ეი აღჭურვილია 83 კილოვატიანი (111 ც/ძ) ელექტრული ძრავით. ძრავის ბრუნვის მომენტი შეადგენს 200 ნიუტონ მეტრს.


ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,35 ტონას. მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში ამ ელექტრომობილის წონაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.


ფიატ 500 ე-ის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის ‪3617/‪1628/‪1526 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს ‪2301 მილიმეტრს. მანძილი მანქანის ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილიდან მიწამდე - ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.


სახლის პირობებში, 240 ვოლტზე ფიატ 500 ე-ის დაახლოებით 35 კილომეტრით დამუხტვა შესაძლებელია 1 საათში. ელექტრომობილის 6,6 კვ.-იან დამტენის მეშვეობით მისი დამუხტვა შესაძლებელია 4 საათში (თუმცა გაუგებარია ეს სახლის სპეციალური სატენია თუ კიდევ სხვა რამ). მწარმოებლის საიტზე დამუხტვაზე ინფორმაცია საერთოდ არ დევს, აქ მოყვანილია ინტერნეტში არსებული სხვადასხვა რესურსებიდან მოპოვებული ინფორმაცია. ქუჩის მუდმივი დენის სპეციალურ სატენზე დამუხტვა ამ ელექტრომობილს არ შეუძლია.


EPA-ს მიხედვით, ფიატ 500 ეი ყოველ 100 კმ მოიხმარს დაახლოებით 18,75 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. დავუშვათ, რომ ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის, დამატებით იკარგება 50%-ით მეტი ელექტროენერგია და 18,75 კილოვატსაათით ნაცვლად, 100 კილომეტრის გასავლელად საჭიროა 28 კილოვატსაათი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისთვის. გამოდის, რომ საქართველოში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 6,19 ლარად (28*0,22). თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 100 კმ-ზე დახარჯული კილოვატსაათის რაოდენობა გაანგარიშებულია EPA-ს შეფასებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 50% ცდომილება არ გვექნება. სხვა ელექტრომობილებზე ანალოგიურ გაანგარიშებებს საფუძვლად დავუდე ან NEDC-ის ან თავად მწარმოებლის ინფორმაცია, სადაც ცდომილება 50% ფარგლებში სავსებით დასაშვებია.


აშშ-სთვის წარმოებული ფიატ 500 ე-ის ფასი მერყეობს დაახლოებით 32 995 აშშ დოლარიდან 35 780 აშშ დოლარამდე.


აშშ-სთვის წარმოებულ ფიატ 500 ე-ს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) ზოგადი, ანუ ქარხნული დეფექტებისთვის - 4 წელი ან 80 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ბ) კოროზიის (მხოლოდ პერფორაცია) საწინააღმდეგო - ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის; გ) ძალოვანი აგრეგატის - 8 წელი ან 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; დ) 24 საათიანი ტექნიკური დახმარება გზაზე - 4 წელი; ე) ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა 8 წელი; ზ) უსაფრთხოების სისტემის (მათ შორის, უსაფრთხოების ბალიშის და ბავშვების უკანა კარის ავტომატური საკეტის კონტროლისა და მართვის სისტემა) - ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page