top of page

2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკ

  • elektromobili.ge
  • 30 мая 2017 г.
  • 2 мин. чтения

2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკ (2017 Ford© Focus Electric) წარმოადგენს „ფორდ მოტორ კომპანის“ მიერ შექმნილ ჰეჩბექის ტიპის ელექტრომობილს. მისი წარმოება დაიწყო 2016 წლის ბოლოს, ხოლო გაყიდვები კი - 2017 წლიდან. ამ ეტაპზე ამ ელექტრომობილის შესყიდვა მხოლოდ აშშ-ს კალიფორნიის შტატშია შესაძლებელი.


2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკ-ს, ერთ დატენვაზე, EPA-ს მიხედვით, შეუძლია გაიაროს 185 კმ (NEDC-ს მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის), რასაც ელექტრომობილში არსებული 33,5 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს.


2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკ-ის 0-დან 100 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარებაზე და მაქსიმალურ სიჩქარეზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. 2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკი აღჭურვილია 107 კილოვატიანი (143 ც/ძ), მუდმივი მაგნიტის წევის ელექტრული ძრავით. ძრავის ბრუნვის მომენტი შეადგენს 250 ნიუტონ მეტრს.


ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,651 ტონას. მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში ამ ელექტრომობილის წონაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.


2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკ-ის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის ‪4392/‪1824/‪1478 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს ‪2649 მილიმეტრს. მანძილი მანქანის ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილიდან მიწამდე - ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.


სახლის პირობებში, 240 ვოლტზე 2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკ-ის სრული დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 5,5 საათში. სახლის სპეციალური სამუხტის საშუალებით დამუხტვის დროზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ქუჩის მუდმივი დენის სპეციალურ სატენზე დამუხტვის დროზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.


EPA-ს მიხედვით, 2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკი ყოველ 100 კმ მოიხმარს დაახლოებით 19,25 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. დავუშვათ, რომ ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის, დამატებით იკარგება 50%-ით მეტი ელექტროენერგია და 19,25 კილოვატსაათით ნაცვლად, 100 კილომეტრის გასავლელად საჭიროა 29 კილოვატსაათი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისათვის. გამოდის, რომ საქართველოში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 6,38 ლარად (29*0,22). თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 100 კმ-ზე დახარჯული კილოვატსაათის რაოდენობა გაანგარიშებულია EPA-ს შეფასებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 50% ცდომილება არ გვექნება. სხვა ელექტრომობილებზე ანალოგიურ გაანგარიშებებს საფუძვლად დავუდე ან NEDC-ის ან თავად მწარმოებლის ინფორმაცია, სადაც ცდომილება 50% ფარგლებში სავსებით დასაშვებია.


აშშ-სთვის წარმოებული 2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკ-ის ფასი მერყეობს დაახლოებით 29 000 აშშ დოლარიდან 32 500 აშშ დოლარამდე.


აშშ-სთვის წარმოებულ 2017 ფორდ ფოკუსი ელექტრიკ-ს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) ზოგადი, ანუ ქარხნული დეფექტებისთვის - 3 წელი ან დაახლოებით 58 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ბ) კოროზიის (მხოლოდ პერფორაცია) საწინააღმდეგო - 5 წელი; გ) ძალოვანი აგრეგატის - 5 წელი ან დაახლოებით 96 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; დ) 24 საათიანი ტექნიკური დახმარება გზაზე - 5 წელი ან დაახლოებით 96 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ე) ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეის გარანტიის პირობები - ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის; ზ) უსაფრთხოების სისტემის (მათ შორის, უსაფრთხოების ბალიშის და ბავშვების უკანა კარის ავტომატური საკეტის კონტროლისა და მართვის სისტემა) - 5 წელი ან დაახლოებით 96 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page