top of page

ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკ

  • elektromobili.ge
  • 27 мая 2017 г.
  • 2 мин. чтения

ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკ (Hyundai Ioniq Electric) წარმოადგენს „ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ მიერ შექმნილ ჰეჩბექის ტიპის ელექტრომობილს. მისი წარმოება დაიწყო 2016 წლის ბოლოს, ხოლო გაყიდვები 2017 წლის 1 აპრილიდან.


ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკ-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 200 კმ. EPA-ს მიხედვით (NEDC-ს მიხედვით 250 კმ., ხოლო სამხრეთ კორეული წყაროების მიხედვით კი - 169 კმ.), რასაც ელექტრომობილში არსებული 28 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს.


ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკ-ს, 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება, შეუძლია სულ ცოტა 10,2 წამში, ჩვეულებრივი რეჟიმში, და 9,9 წამში, სპორტულ რეჟიმში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 165 კმ/სთ-ში. ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკი აღჭურვილია 88 კილოვატიანი (118 ცხენის ძალა), სამფაზა, სინქრონული ელექტრული ძრავით. ძრავის ბრუნთა რიცხვი შეადგენს 295 ნიუტონ მეტრს.


ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,435 ტონას. მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში ამ ელექტრომობილის წონა შეადგენს 1,880 ტონას.


ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკ-ის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის 4470/1821/1450 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს 2700 მილიმეტრს. მანძილი მანქანის ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილიდან მიწამდე 140 მილიმეტრს შეადგენს.


სახლის პირობებში, 240 ვოლტზე ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკ-ის სრული დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 12 საათში, ხოლო სახლის სპეციალური სამუხტის საშუალებით (7 კვტ.) კი - 4 საათსა და 25 წუთში. ქუჩის მუდმივი დენის სპეციალურ სატენზე (50 კვტ.) ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის 80%-ით დამუხტვა შესაძლებელია 30 წუთში.


NEDC-ს მიხედვით, ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკი ყოველ 100 კმ მოიხმარს დაახლოებით 11,5 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. დავუშვათ, რომ ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის, დამატებით იკარგება 50%-ით მეტი ელექტროენერგია და 11,5 კილოვატსაათით ნაცვლად, 100 კილომეტრის გასავლელად საჭიროა 17,25 კილოვატსაათი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისთვის. გამოდის, რომ საქართველოში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 3,8 ლარად (17,25*0,22).


აშშ-სთვის წარმოებული ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკ-ის ფასი მერყეობს დაახლოებით 30 000 აშშ დოლარიდან 37 000 აშშ დოლარამდე. დაახლოებით იგივე ფასი აქვს დიდი ბრიტანეთისთვის წარმოებულ ამ ელექტრომობილს.


აშშ-სთვის წარმოებულ ჰიუნდაი იონიქ ელექტრიკ-ს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) ზოგადი, ანუ ქარხნული დეფექტებისთვის - 5 წელი ან დაახლოებით 96 500 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ბ) პერფორაციის საწინააღმდეგო - 7 წელი; გ) ძალოვანი აგრეგატის - 10 წელი ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; დ) 24 საათიანი ტექნიკური დახმარება გზაზე - 5 წელი; ე) ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეის გარანტიის პირობები დამოკიდებულია კონკრეტულ დილერზე. თუმცა დიდი ბრიტანეთისთვის წარმოებულ ამ ელექტრომობილს ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეას 8 წლიანი გარანტია მოჰყვება.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page