ტესლას ახალი პროექტები
- teslaauto.ru
- 12 мая 2017 г.
- 2 мин. чтения
ამჟამად, ტესლაში შემუშავების სხვადასხვა ეტაპზეა ელექტრომობილების 8 მოდელი. ზოგიერთი უკვე ბაზარზეა, ხოლო ზოგს ოფიციალური სახელწოდებაც არ აქვს.
Electrek-მა შეადგინა ახალი სატრანსპორტო საშუალებების, მცირე ყველგან მავალიდან დაწყებული, მიკროავტობუსით დამთავრებული, გამოშვების სავარაუდო გრაფიკი. ამ ეტაპზე ტესლა ბაზარზე ორი საფლაგმანო ელექტრომობილით არის წარმოდგენილი - სედანი „მოდელ ესი“ და ყველგანმავალი (ალბათ უფრო კროსოუვერი, ვიდრე ოფ როუდი. - „ელექტრომობილი“-ს შენიშვნა) „მოდელ იქსი“.
საწარმო მოდელ 3-ის გამოშვებისთვის ემზადება, მასზე ილონ მასკი დიდ იმედებს ამყარებს. ხუთ ადგილიანმა სედანმა ტესლა-ს წელიწადში 20 მილიარდი აშშ დოლარი უნდა მოუტანოს და იგი პირველი მასობრივი უპილოტო ელექტრომობილი იქნება. ამ წლის ბოლომდე ტესლა გეგმავს კვირაში 7000 „მოდელ 3“-ის გამოშვებას. ამ ელექტრომობილის საბოლოო პრეზენტაცია მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.
საწარმო ამუშავებს „მოდელ ი“-ს (Model Y) პროექტსაც (თავდაპირველი განზრახვით, ილონ მასკი გეგმავდა ოთხი ელექტრომობილის გამოშვებას, რომელთაგან მეოთხე უნდა ყოფილიყო „მოდელ ი“. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ანბანში ასო „Y“-ს სახელწოდება იკითხება როგორც „ვაი“, ამ შემთხვევაში იგი როგორც „ი“ ისე უნდა ვთქვათ. მასკის ჩანაფიქრის მიხედვით, ამ ოთხი ელექტრომობილის სახელწოდება უნდა ყოფილიყო Model S, Model E, Model X და Model Y, თუ ამ სახელწოდებებს მოვაშორებთ სიტყვა „Model“-ს, ხოლო დარჩენილი ასოებს გავაერთიანებთ, გამოვა სიტყვა „SEXY“ ანუ „სექსუალური“. თუმცა მასკის ეს ჩანაფიქრი კომპანია „ფორდმა“ ჩაშალა, ვინაიდან სავაჭრო ნიშანი Model E მას ჰქონდა დაპატენტებული, რომელიც, რა თქმა უნდა, ტესლას არ დაუთმო. თუ დააკვირდებით მოდელ 3-ის თავდაპირველ ლოგოს იგი შედგებოდა ვერტიკალურ სიბრტყეში განლაგებული სამი ერთნაირი ზომის პარალელური ხაზისგან, რაც „3“-საც წააგავს და „E“-საც. თუმცა საბოლოო მასკმა სასამართლო დავის შიშით უარი თქვა ამ ლოგოზე. – „ელექტრომობილი“-ს შენიშვნა).
ტესლა „მოდელ ი“, უნდა იყოს მცირე ზომის ყველგან მავალი, რომელიც იმავე პლატფორმაზე უნდა აეწყოს, რაზეც „მოდელ 3“ არის აწყობილი (ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მასკმა უარყო მისი თავდაპირველი მტკიცება და განაცხადა, რომ „მოდელ ი“ „მოდელ 3“-გან პრინციპულად განსხვავებულ პლატფორმაზე აიწყობა. ამასთან, „მოდელ ი“-საც „მოდელ იქს-ის მსგავსად ე.წ. „შევარდნის ფრთები“ ანუ ვერტიკალურად გახსნადი ორი უკანა კარი ექნება. ავტორს სავარაუდოდ შეცდომა მოუვიდა, როცა „,მოდელ ი“-ს ყველგან მავალი უწოდა, ის უფრო მცირე ზომის კროსოუვერი იქნება. - „ელექტრომობილი“-ს შენიშვნა). Electrek-ის მონაცემებით ამ მოდელის წარმოება 2018 წლის ბოლოს დაიწყება.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ელოდება საზოგადოება, იქნება ახალი თაობის ტესლა როუდსტერი. ცოტა ხნის წინ, ილონ მასკმა დაადასტურა, რომ საწარმო მართლაც აპირებს სპორტული ელექტრომობილის გამოშვებას, მაგრამ არაუადრეს 2019 წლისა. ტესლა როუდსტერს ექნება გადასახდელი ზედა ნაწილი.
დანარჩენი სამი პროექტი არ განეკუთვნება მსუბუქ ტრანსპორტს (ამ სტატიაში სულ შვიდ პროექტზეა საუბარი. სავარაუდოდ, ეს ავტორის შეცდომაა, თუმცა სტატიაზე თანდართულ სურათებზე ჩანს ე.წ. „პიკაპის“ ტიპის მანქანაც, რომელზეც მასკმა შარშან ზერელედ ისაუბრა- „ელექტრომობილი“-ს შენიშვნა).
ტესლა მიკროავტობუსი, რომელიც მოდელ იქს-ის სავალ ნაწილზე აიწყობა, ბაზარზე 2019 წელს გამოვა. მასკის მიხედვით, ამ მიკროავტობუსის გამომგონებლების შთაგონების წყაროს ფოლკსვაგენის California Custom წარმოადგენს.
2018 წლისთვის ტესლა-მ უნდა დაიწყოს ელექტრული სატვირთოს Tesla Semi-ის წარმოება. მასკმა აღნიშნა, რომ ინჟინერ-გამომგონებლებმა სრულიად სხვა დონეს მიაღწიეს და რაღაც შესანიშნავი მოამზადეს. სატვირთოს პრეზენტაცია სექტემბერში შედგება.
ელექტრობუსიც და სატვირთოც საწარმოს მეორე გენერალურ გეგმაში შედის. ეს გეგმა მასკმა 2016 წლის ივლისში წარმოადგინა.
ორიგინალური სტატია: http://teslauto.ru/tesla-vedet-razrabotku-8-avtomobilnykh-proektov/#more-13744





Comments