„დეპეშა“ ელექტრომობილით
- news.infocar.ua
- 11 мая 2017 г.
- 1 мин. чтения
გერმანულმა საფოსტო კომპანიამ Deutsche Post DHL Group გადაწყვიტა ელექტრომობილებზე გადასხდომა, ისე რომ, კი არ ყიდულობს მათ, არამედ აწარმოებს როგორც თავისთვის, ისე სხვა მომხმარებლებზე გასაყიდად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საწარმოს ხელმძღვანელობამ 2014 წელს შეისყიდა სტარტაპი StreetScooter, რომელიც ფლობდა ელექტრომობილის პროექტს.
ამჟამად, StreetScooter უშვებს Deutsche Post-თვის საჭირო საფოსტო ფურგონს, რომლის ტვირთზიდვა 680 კგ.-ს შეადგენს. მამავლობა შეადგენს 80 კმ.-ს, ხოლო მისი დამუხტვა ღამის განმავლობაში შეიძლება 2016 წელს გამოშვებული იქნა 2000 StreetScooter, მაგრამ თანადათან დაგეგმილია წარმოების მოცულობის გაზრდა წელიწადში 20 000 ავტომობილამდე, რისთვისაც ცალკე საწარმოს აშენებენ. Deutsche Post-ის სტრატეგიით გათვალისწინებულია მათი მთლიანი ავტოპარკის, რომელიც მოიცავს 70 ათას ავტომანქანას, უმეტესი ნაწილის ჩანაცვლებას ელექტრომობილებით.
ამის პარალელურად გაწყობილია StreetScooter გაყიდვები. ამ ელექტრომობილების შეკვეთა დაწყებულია, კერძოდ, მეთევზეობის საწარმომ Deutsche See-მ გადაწყვიტა 80 StreetScooter-ის შესყიდვა, რომლებიც მალე გადაეცემა მას.
ორიგინალური სტატია: http://news.infocar.ua/nemeckaya_pochta_naladila_vypusk_elektromobiley_114035.html

Comments