ვინ არის ილონ მასკი და როგორც ცვლის იგი სამყაროს (V ნაწილი)
- ალეკსეი იონოვი
- 6 мая 2017 г.
- 3 мин. чтения
წინ გაჭრა
მასკა სულ ბოლო მომენტში იშოვნა ფული. მან დარჩენილი სახსრები ისევ ტესლა-ში დააბანდა და დაარწმუნა ინვესტორები კიდევ ერთხელ მინდობოდნენ მას. სპეის იქსთან მიმართებაში კი მას უბრალოდ გაუმართლა. მასკი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა ნასა (NASA), რომ მისი საწარმო შეძლებდა ყოფილიყო მენარდე ორბიტაზე ტვირთების გადაზიდვისთვის. 2008 წლის 23 დეკემბერს აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ სპეის იქსთან ხელი მოაწერა მილიარდნახევრიან ხელშეკრულებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს) 12 რეისის შესრულებაზე.
სწორად ამ დროს მასკის წამოწყებები სრული სიმძლავრით ამუშავდა და იგი ადამიანიდან, რომელიც მრავალი წელი მხოლოდ პირდებოდა, გადაიქცა ადამიანად რომელმაც დაიწყო ქმედება. ამჟამად, სპეის იქსმა დაამყარა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი და მასკი არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას.
ტესლას საქმეებიც კარგად მიდის. ტესლა როუდსტერი კარგად იყიდებოდა, თუმცა ნამდვილად ჰიტად იქცა 2012 წელს გამოშვებული ტესლა მოდელ ესი. ტესლა მოტორსი პოზიციონერებს როგორც „აიფონი ბორბლებზე“. ავტომობილების გასაღებაც კი ეფლის (Apple) მოდელის მიხედვით ხდება - ინტერნეტისა და მსხვილ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული გასაღების სპეციალური ადგილების მეშვეობით. მოდელ ეს-ის მფლობელებს პრაქტიკულად არ სჭირდებათ მომსახურებაში ფულის გადახდა; ელექტრომობილების პროგრამები ავტომატურად ახლდება ინტერნეტის მეშვეობით, ხოლო ტესლა ნებისმიერ დამტენ სადგურზე შესაძლებელია მანქანების უფასო დამუხტვა. თუ ტესლა მოდელ ეს-ის მფლობელს ეჩქარება, მაშინ მას შეუძლია აკუმულატორის გამოცვლა, მაგრამ ეს მომსახურება უკვე ფასიანია.
მანქანების გარდა, ტესლა სხვა ელექტრომობილების ელემენტების ბატარეებსაც უშვებს, რასაც კიდევ უფრო მეტი შემოსავალი შემოაქვს.
„თუკი მოხდება „ზომბი-აპოკალიფსი“, თქვენ მაინც შეძლებთ მოგზაურობას სამუხტი სადგურებისა და ტესლა ზემტენი სისტემის მეშვეობით.“ ილონ მასკი.
წარმატებულია ილონის კიდევ ერთი წამოწყება - მის მამიდაშვილებთან ერთად დაფუძნებული საწარმო „სოლარ სითი“ (SolarCity). ეს საწარმო არის მზის ენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი აშშ-ში, 2014 წელს მისი აქტივები შეფასდა 7 მილიარდ აშშ დოლარად.
თუმცა მასკის ცხოვრებას უდარდელს ვერ ვუწოდებთ. მან დაისახა სამი მიზნის მიღწევა: კაცობრიობის მომარაგება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებით და დაეხმაროს სხვა პლანეტებზე ადამიანთა კოლონიების მშენებლობას. ილონი ოცნებობს მარსზე გარდაცვალებას. თუ პირველი ორი მიზნის მიღწევასთან ახლოს ვართ, მესამესთან მისასვლელად შორი გზაა გასავლელი.
მასკი სპეის იქსის მთავარ ამოცანად მზის სისტემის სხვა პლანეტების დაპყრობა მიაჩნია, რის დაწყებასაც მარსიდან აპირებს. კოსმოსური ხომალდი „დრეგონ ვ.2“ (Dragon V2), რომელსაც სპეის იქსის ამჟამად ამუშავებს ნასა-ს საჭიროებისთვის, იდეალში წითელ პლანეტაზე ფრენების საფუძველი უნდა გახდეს. მაგრამ მასკის ამბიციები კიდევ უფრო დიდია. მან ყველას შეახსენა, რომ მარსზე კოლონიის დასაარსებლად საჭიროა მისი ტერა ფორმირება, რისთვისაც იგი თერმობირთვული იარაღის გამოყენებას სთავაზობს. მისი გათვლებით მარსის პოლუსებზე ორი თერმობირთვული ბომბის აფეთქება გაუშვებს პლანეტის გათბობის რეაქციას, რაც შედეგად ამ პლანეტას ადამიანებისთვის უფრო ხელსაყრელს გახდის.
„მე მსურს მარსზე სიკვდილი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არ უნდა იყოს წარუმატებელი დაშვება.“ ილონ მასკი.
2009 წელს მასკმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჟელეს შორის ასაშენებელი ზესწრაფი რკინიგზის პროექტი. მან განაცხადა, რომ ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ძვირი გზა. ალტერნატივის სახით მან შესთავაზა სწრაფი ვაკუუმური მატარებლის ჰიპერლუპი-ს (Hyperloop) პროექტი, რომელიც მუშაობს მზის ბატარეებზე. ჰიპერლუპი არის უზარმაზარი მიწისზედა მისლსადენი, რომელშიც ათას კილომეტრი/საათში მეტი სისწრაფით მოძრაობს სამგზავრო და სატვირთო კაფსულები.
მასკის გათვლებით, ჰიპერლუპი რამდენჯერმე იაფი იქნება, კაფსულები იმოძრავებენ ინტერვალებით, ხოლო ქალაქებს შორის გზა ნახევარ საათს გასტანს. თუმცა თავად მასკი არ აპირებს ჰიპერლუპის მშენებლობას, იგი გეგმავს საჯაროდ განათავსოს პროექტის ნახაზები. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე გუნდი, რომლებიც გეგმავენ ილონის ხედვების განხორციელებას.
ბოლოსიტყვაობა
წარმატებების მიუხედავად, მასკს ხშირად აკრიტიკებენ. პრესამ დაითვალა, რომ სპეის იქსის, ტესლას და სოლარ სითის დაფუძნებიდან, სახელმწიფო შეკვეთების, სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების სახით, ამ საწარმოებმა ჯამურად 5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღეს. მასკს აყვედრიან იმას,, რომ იგი „ბიძია სემი“-ს გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევდა.
ასეც რომ იყოს, თუნდაც სახელმწიფოს დახმარებით, მან მიაღწია იმას, რაც ვერავინ შეძლო. რომ არა მისი ხასიათის სიმტკიცე, ალბათ ვერც-ვერავინ შეძლებდა. მისი ნაცნობები ამბობენ, რომ იგი მკაცრი და ხანდახან სასტიკია პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. იგი ანგარიშს არ უწევს სხვათა გრძნობებს. მიუხედავად ამისა, სპეის იქსისა და ტესლას თანამშრომლები უფროსის ერთგულები არიან. ისინი ამბობენ, რომ ურთიერთობაში იგი გამოუსწორებელი არამზადაა, მაგრამ მან იცის რა უნდა და შეუძლია ნებისმიერ „გადასდოს“ ოპტიმიზმი. ილონი ვერ იტანს თავის მართლებას და დაყოვნებას, მაგრამ, როდესაც წარმოიშვება სირთულეები, იგი პირველი მოდის საშველად.
მასკის სამუშაო დრო ას საათს აღემატება. იგი ფაქტიურად სამსახურში ცხოვრობს და დროის ეკონომიის მიზნით, ოფისიდან ოფისში პირადი თვითმფრინავით დაფრინავს. იგი ცდილობს, რომ მისი დაქვემდებარებულების ყველა გასაჭირის საქმის კურსში იყოს. ილონს წესად აქვს, მისი დაქვემდებარებულის ელექტრონულ წერილზე ნახევარი საათის განმავლობაში პასუხის გაცემა, თუნდაც წერილი გვიან ღამით იყოს მოსული.
ილონ მასკის იდეები სიგიჟეს გავს, მაგრამ იგი ყოველ ჯერზე მართალი აღმოჩნდება ხოლმე, უბრალოდ საზოგადოება ვერ ეწევა მის აზრთა მსვლელობას. სხვა სამყაროში ილონ მასკი კარგად შეეწყობოდა ავკაცის როლს ჯეიმს ბონდის მორიგ სერიაში, თუმცა მეცნიერებით, კოსმოსით და ფანტასტიკით მისი გატაცება, ხელს უშლის მასში უპრინციპო საქმოსნის დანახვას. იგი რჩება ვიზიონერად, რომელიც შეფიქრიანებულია კაცობრიობისთვის უკეთესი მომავალზე ზრუნვით. იმ კაცობრიობაზე, რომლის ყველაზე ნათელ გონიერი წარმომადგენლები ფიქრობენ, თუ როგორ მოათავსონ რაც შეიძლება მეტი „ფისუნიას“ ფოტო სოციალური ქსელის პოსტებში.
„მე მომწონს იმ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ცვლის სამყაროს. ეს ინტერნეტმა გააკეთა, მაგრამ, კოსმოსი, სავარაუდოდ, სხვა ყველაფერზე მეტად შეცვლის სამყაროს. თუ კაცობრიობა შეძლებს დედამიწის ფარგლებს გარეთ გასვლას, აშკარაა, რომ იქ მისი მომავალია.“ ილონ მასკი.
ჩვენს ცინიკურ და ანგარებიან ხანაში, ცოტაა ასეთი იდეური მეოცნებე. ამიტომ მსურს, რომ მუშტებით დავიცვა ილონ მასკი და ვირწმუნო, რომ მას ყველაფერი გამოუვა.
დასასრული.
ფოტოებზე: 1. ილონ მასკი და არნოლდ შვარცნეგერი, ტესლას როუდსტერში; 2. ილონ მასკს მოსწონს შედარება "რკინის კაცთან", რის გამოც ოფისში მისი პოსტერი უკიდია; 3. ილონ მასკის მეორე ცოლი, ბრიტანელი მსახიობი ტალულა რაილი.



Comentários