ვინ არის ილონ მასკი და როგორც ცვლის იგი სამყაროს (III ნაწილი)
- ალეკსეი იონოვი
- 28 апр. 2017 г.
- 2 мин. чтения
იქს კომი (X.com) და პეიპელი (PayPal)
Zip2-ზე მუშაობამ კარგი გაკვეთილი მისცა ილონს; იგი დარწმუნდა თავის ძალებში და მერყევი პროგრამისტისგან იქცა შეგნებულ საქმოსნად. მაგრამ მთავარი, რაც დაასკვნა, იყო ის, რომ მან არ უნდა დაკარგოს კონტროლი საკუთარ პროექტებზე. Zip2-ის გაყიდვის შემდეგ, მასკი მიიზიდა დარგმა, სადაც იყო ბევრი ფული და ბევრი პრობლემა, რომელთა მოგვარება ინტერნეტით შეიძლებოდა. საქმე საბანკო სფეროს ეხებოდა, რომელიც იმ დროისთვის იყო ტლანქი, მოუქნელი და ბეცი, ვინაიდან ვერ იაზრებდა ციფრული ხანის შესაძლებლობებს.
დახარჯა რა საკუთარი 12 მილიონი აშშ დოლარი, ილონმა შექმნა ისტორიაში პირველი ონლაინ ბანკინგის მომსახურება, პორნოგრაფიული ვებ-გვერდების მსგავსი სახელწოდებით - იქს კომი (x.com). მასკ არ აშინებდა ის, რომ ბევრი ტექნოლოგიის გამოგონება საჭირო იყო ნულიდან. იგი დარწმუნებული იყო, რომ საბანკო სექტორში მოახდენდა რევოლუციას და ეს მისი დარწმუნებულობა იზიდავდა ინვესტორებს და შესაბამისად, კლიენტებსაც. „თაგუნია“-ს რამდენიმე დაწკაპუნებითა და გრძელი საგადახდო დავალებების შევსების გარეშე ფულის გადარიცხვის შესაძლებლობამ ამ მომსახურებისკენ 200 ათასი ადამიანი მიიზიდა.
მალე იქს კომს მნიშვნელოვანი მეტოქე გაუჩნდა, ისეთივე ახალბედა და ამბიციური სტარტაპის სახით, როგორიც იყო Confinity. ამ სტარტაპს მაქს ლევჩინი და პიტერ ტიილი მართავდნენ. ორმა მეტოქემ ბევრი ძალისხმევა და სახსრები დახარჯეს ერთმანეთთან ბრძოლაში, მანამ სანამ არ დაასკვნეს, რომ უმჯობესია ძალისხმევის გაერთიანება. ახალი საწარმოს უმსხვილესი აქციონერი და მმართველი გახდა ილონ მასკი, რომელმაც მაინც ვერ ისწავლა ადამიანებთან შეწყობა. ილონსა და მის ახალ პარტნიორებს შორის დაიწყო დავები. მიზეზი იყო გაერთიანებული საწარმოს სახელწოდება - ყველას მოსწონდა Confinity-ის დამაარსებლების მიერ შემოთავაზებული სახელწოდება პეიპალი და მხოლოდ მასკი ეპოტინებოდა იქს კომს.
კონფლიქტის შედეგად ტილმა დატოვა კომპანია, ხოლო ლევჩინი დაემუქრა მასკ, რომ ისიც დატოვებდა კომპანიას. ამას დაემატა, ტექნიკური პრობლემები: სერვერები ვერ უმკლავდებოდნენ მოზღვავებულ კლიენტებს, პროგრამებში აღმოჩნდა ხარვეზები, რაც ბანკებისგან დაჯარიმების საფრთხეს წარმოშობდა. საწარმოში იზრდებოდა უკმაყოფილება მასკის მიმართ. იხელთეს რა იმით, რომ მასკი როგორც იქნა დაქორწინდა ჟიუსტინზე და წავიდა საქორწილო მოგზაურობაში, დირექტორთა საბჭომ გადააყენა იგი თანამდებობიდან და მის მაგივრად პიტერ ტიილი დანიშნეს. მასკმა შეწყვიტა მოგზაურობა და შეეცადა შებრძოლებას, მაგრამ მალე დაშოშმინდა, როცა შეიგნო, რომ ლევჩინმა და ტიილმა მართლაც იციან საქმე. ილონი დარჩა აქციონერად და გააგრძელა საწარმოში ფულის დაბანდება. როდესაც უმსხვილესმა ინტერნეტ აუქციონმა იბეიმ (eBay) მოინდომა პეიპალის შესყიდვა, მმართველთა საბჭოს არცერთ წევრს არ გაუჩნდა ეჭვი, რომ საჭირო იყო დათანხმება, მაგრამ მასკმა მათ ურჩია მოეთმინათ და ელოდათ. ბოლოს და ბოლოს, უარის სერიის შემდეგ, 2002 წლის ივნისში იბეიმ მათ ერთ ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი შესთავაზა. მასკს, როგორც უმსხვილეს აქციონერს, 250 მილიონი აშშ დოლარი ერგო.
იქს კომის ისტორია ორგვარად აისახა მასკის რეპუტაციაზე. ერთის მხრივ, მან დაიმსახურა გენიოსის დიდება, რომელმაც ნულიდან შექმნა უნიკალური პროდუქტი. მეორეს მხრივ, ილონმა ვერ შეძლო პარტნიორებთან შეწყობა და საწარმოს მართვაში დაუშვა შეცდომების წყება. ზოგი ამბობს, რომ ილონის, კიდევ რამდენიმე თვით „მესაჭედ“ დარჩენის შემთხვევაში, საწარმოს გაკოტრება ელოდა. ზოგი პირიქით ამბობს, რომ მასკს დრო არ ეყო - მისი ბევრი იდეა პირველი შეხედვით აბსურდულად ჩანს, მაგრამ დრო ადასტურებს მათ მართებულობას.
მესამე ნაწილის დასასრული.
ფოტოზე ჟიუსტინ მასკი.

Comments