ვინ არის ილონ მასკი და როგორც ცვლის იგი სამყაროს (II ნაწილი)
- ალეკსეი იონოვი
- 25 апр. 2017 г.
- 2 мин. чтения
ამერიკული ოცნება: Zip2
თავიდან ახალ ადგილას (კანადაში) ცხოვრება არ იყო ადვილი. საწყის წლებში ილონი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, თავს შავი სამუშაოთი ირჩენდა, სანამ არ დასახლდა ნათესავების ფერმაში. მალე კანადაში საცხოვრებლად გადმოვიდა მისი ძმა კიმბალი და დედამისი მეი. ილონმა ჩააბარა კუინსის უნივერსიტეტში, ონტარიოს პროვინციაში, სადავ გააგრძელა კომპიუტერული პროგრამირების შესწავლა. მისი სიტყვებით, მან იმიტომ ჩააბარა კუინსში, რომ აქ ყველაზე მეტი მანდილოსანი მსმენელი იყო. მისმა გათვლამ 100 პროცენტით გაამართლა - უნივერსიტეტში მან გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ჟიუსტინი.
დიპლომის მიღებისთანავე, მასკმა პენსილვანიის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ეკონომიკის მაგისტრატურაში ჩააბარა. ამ დროისთვის, იგი უკვე დაინტერესებული იყო კოსმოსით, ალტერნატიული ენერგეტიკითა და ინტერნეტ სტარტაპებით. პენსილვანიის უნივერსიტეტის შემდეგ, მასკი გაემგზავრა სტენფორდში (კალიფორნია, აშშ), სადოქტორო ხარისხის მისაღებად, მაგრამ ორი დღის შემდეგ მიატოვა სწავლა და ძმასთან ერთად დაიწყო მისი პირველი საქმე „კაჟის ველში“ (იგივეა რაც „სილიციუმის ველი“, ინგლისურად “Silicon Valley“).
90-იანი წლების შუა პერიოდში ინტერნეტ კომპანიების აქციების ფასი იზრდებოდა, როგორც ცომი საფუარით, შესაბამისად, მასკს უბრალოდ არ შეეძლო განზე დგომა. ილონს აზრად მოუვიდა Zip2-ის შექმნა. ეს იყო „ყვითელი ფურცლების“ ანუ ცნობარის ციფრული ანალოგი. როგორც მასკი ამბობდა, ამ ციფრული ცნობარით შეიძლებოდა სან-ფრანცისკოს ნებისმიერ რაიონში უახლოესი პიცერიისა და მასთან მისასვლელი გზის მოძებნა.
თავდაპირველად მასკს გაუჩნდა პრობლემა: არავის უნდოდა ამ წამოწყებაში ფულის დაბანდება. საწარმოთა უმრავლესობას წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რისთვის სჭირდებოდათ საკუთარი ვებ-გვერდი და რეკლამა ინტერნეტში. ძმებს მამა დაეხმარა, როდესაც 28 ათასი აშშ დოლარი გამოუგზავნა. ეს ფული საკმარისი აღმოჩნდა პატარა ოფისის დასაქირავებლად, საჭირო მოწყობილობებისა და ნებართვების შესასყიდად. პირველი სამი თვე ილონი და კიმბალი ოფისში ცხოვრობდნენ, ვინაიდან მათ აღარ ჰქონდათ ბინის ქირავნობის საშუალება. ავეჯიდან მხოლოდ ორი ლეიბი გააჩნდათ.
ძმებმა გაინაწილეს მოვალეობები: ილონი თითქმის არ ტოვებდა ოფისს და მთელ დროს ხარჯავდა პროდუქტის გაუმჯობესებაზე, კიმბალი კი ეძებდა კლიენტებს. პირველ ხანებში კიმბალი ახლომდებარე ტერიტორიაზე დადიოდა და სთავაზობდა მომსახურებას საპარიკმახეროებს, ავტოსალონებს, რესტორნებს და პატარა მაღაზიებს. ზოგიერთების დაინტერესება შეძლო. Zip2-მა გაითქვა სახელი, გამოჩნდნენ ინვესტორები და საქმემაც აღმასვლა დაიწყო.
მაგრამ ახალ აქციონერებს ეჭვი ეპარებოდათ ახალგაზრდა მეწარმის უნარში ეხელმძღვანელა საკუთარი წამოწყებისთვის და საქმის სამართავად მოიწვიოს გამოცდილი მმართველი - რიჩ სორკინი. ახალი მმართველი სხვაგვარად მიუდგა საქმეს: მან გადაწყვიტა, რომ Zip2-მა, ძირითადად, მაღაზიებს უნდა მიაწოდოს პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც ილონ მასკს მომხმარებლებთან მუშაობაზე უნდოდა კონცენტრირება. ილონი შეეცადა სორკინის თანამდებობიდან გადაყენებას, თუმცა დირექტორთა საბჭომ მას მხარი არ დაუჭირა.
მაგრამ მალევე ბრძოლამ აზრი დაკარგა, ვინაიდან მსხვილმა საწარმო Compac-მა 307 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა Zip2, საიდანაც პირადად ილონს 22 მილიონი აშშ დოლარი ერგო. 27 წლის ასაკში იგი მილიონერი გახდა. რა თქმა უნდა, მან იყიდა ბინა და ელეგანტური ავტომობილი, თუმცა ფულის უდიდესი ნაწილი ახალი პროექტისკენ მიმართა.
„თუ შენ ფლობ მილიონობით დოლარს, ეს ცვლის შენი ცხოვრების სტილს - ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, უსირცხვილოდ ცრუობს. მე უკვე აღარ მინდა მუშაობა, რათა ვიარსებო. მაგრამ მე ვმუშაობ ყოველ დღე, დასვენების დღეებშიც კი და უკვე რამდენიმე წელია არ ვყოფილვარ შვებულებაში.“
ილონ მასკი
მეორე ნაწილის დასასრული.
ფოტოზე ზემოდან ქვევით: ეროლ მასკი და კიმბალ მასკი


Comments