top of page

ვინ არის ილონ მასკი და როგორც ცვლის იგი სამყაროს

  • ალეკსეი იონოვი
  • 24 апр. 2017 г.
  • 2 мин. чтения

მას რეალური სამყაროს ტონი სტარკს უწოდებენ, ერთდროულად ბილ გეიტსისა და სტივ ჯობსის ღირსეულ მემკვიდრეთ თვლიან. მეწარმე, რომელმაც ქონება ინტერნეტ სტარტაპებით მოიპოვა, გადაიქცა ვიზიონერად, რომელიც კაცობრიობის უკეთეს მომავალზე იღწვის. იგი არც ისე კარგად ერკვეოდა ინტერნეტ ბანკინგში, კოსმოსური ხომალდების აწყობასა და ელექტრომობილებში, თუმცა ერთი მეორის მიყოლებით „იჭრებოდა“ ახალ დარგში იმ განწყობით, რომ მან სხვებზე უკეთესად იცის რა უნდათ კლიენტებს. აღმოჩნდა, რომ მან ნამდვილად იცის!


აფრიკული ბავშვობა


ილონ მასკი დაიბადა 1971 წლის 28 ივნისს, ქალაქ პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მამამისი ეროლ მასკი იყი წარმატებული ინჟინერი, პატივსაცემი ოჯახიდან. დედა მეი ჰალდემანი დაიბადა ქალაქ რეგინაში, კანადაში, ახალგაზრდობაში მოდელი იყო, ხოლო შემდგომ წარმატებული დიეტოლოგი. ილონი იყო პირველი ბავშვი ოჯახში, მომდევნო დაიბადა მისი ძმა კიმბალი და შემდეგ და ტოსკა (მომავალი რეჟისორი და პროდიუსერი). მოიხედავად იმისა, რომ ილონის მშობლები ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და ეროლი მრავალი წელი ცდილობდა მეის ცოლად შერთვას, მათი ქორწინება წარუმატებელი აღმონდა; ილონი შვიდი წლის იყო, როდესაც მშლობლები განქორწინდნენ. თავდაპირველად ბავშვები დედასთან იყვნენ, მაგრამ შემდგომში ილონი გადავიდა მამასთან. ილონი იხსენებს: „დედასთან სამივე ბავშვი დარჩა, ხოლო მამას არავინ ჰყავდა და იგი მარტოხელად და მოწყენილად გამოიყურებოდა“. მალევე მამასთან კიმბალიც გადასახლდა. ამ გადაწყვეტილების მართებულობაში ძმებს ბევრჯერ შეეპერათ ეჭვი, ვინაიდან ეროლი აღმოჩნდა ძალიან მკაცრი და მომთხოვნი, მისი გულის მოგება რთული იყო. მიუხედავად ამისა, მამამ მათი კარგი განათლება უზრუნველყო და დაუნერგა ზუსტი მეცნიერებების სიყვარული. ილონი სხვა ბავშვებისგან გამოირჩეოდ. იგი იყო მათზე წკვიანი და არ იტაცებდა სპორტი და გართობა. ილონი ხშირად თავისთავში იკეტებოდა, „ეთიშებოდა“ გარე სამყაროს. შესაბამისად, კლასელები არ წყალობდნენ მას. მასკმა რამდენიმე სკოლა გამოიცვალა, თუმცა ნამდვილი მეგობრები ვერ შეიძინა. სკოლაში არსებული პრობლემების გამო, ილონი „თავშესაფარს“ წიგნებში ჰპოულობდა. სიყრმეში იგი გატაცებული იყო ჟიულ ვერნის და აიზეკ აზიმოვის წიგნებით, ასევე რობერტ ჰაინლაინისა და ჯონ ტოლკიენის რომანებით. „აკადემია“-მ და „მთვარე- მკაცრი დიასახლისი“-მ მასში კოსმოსით დაინტერესება გააღვივა, ხოლო დუგლას ადამსის რომანი „ავტოსტოპით გალაკტიკაში“ დაეხმარა მას თოთხმეტი წლის ასაკში პიროვნული კრიზისის დაძლევაში. მას შემდეგ მასკი ხელმძღვანელობს პრინციპით „მთავარია სწორი კითხვის დასმა“. ილონ მასკის მეორე გატაცება იყო კომპიუტერები. როგორც კი ტექნიკის ამ საოცრებას ეზიარა, მან მოსთხოვა მამას მისი პირველი კომპიტერის ყიდვა - Commodore VIC-20. ეს კომპიტერი 80-იან წლებში იყო პოპულარული, მისი ოპერატიული მეხსიერება 5 კილობაიტი გახლდათ. მასკმა თავისით შეისწავლა პროგრამირების ენა და თორმეტი წლის ასაკში, Basic-ში დაწერა პირველი ვიდეოთამაში Blastar-ი, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ კომპიუტერულ ჟურნალს 500 დოლარად მიჰყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროლმა შვილს კომპიუტერი უყიდა, იგი სკეპტიკურად უყურებდა შვილის ამ გატაცებას. იგი კომპიუტერებს ძვირად ღირებულ სათამაშოებად თვლიდა. ეროლს სურდა, რომ მისი შვილი მასავით ინაჟინერი გამოსულიყო. მხარდაჭერის არქონამ და უპერსპექტივობამ, აიძულა ილონი ემიგრაციაზე ეფიქრა. იგი ოცნებობდა აშშ-ზე, რომელიც მას, ჭკვიანი და მოხერხებული ადამიანებისთვის შეუზღუდავი შესაძლებლობის ქვეყანა ეგონა. მასკმა ისარგებლა იმით, რომ დედამისი კანადელი იყო, მიიღო კანადის მოქალაქეობა და ჩვიდმეტი წლის ასაკში გაემგზავრა ამერიკის „დასაპყრობად“. პირველი ნაწილის დასასრული.

 
 
 

コメント


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page