top of page

ელექტრომობილი ორისთვის

  • elektromobili.ge
  • 17 апр. 2017 г.
  • 2 мин. чтения

სმარტ იდი (SMART ED) წარმოადგენს დაიმლერი-ს (Daimler AG) ევროპული ა (A) სეგმენტის (შეესაბამება ჩრდილოამერიკულ სუბ-კომპაქტურს), ელექტრომობილს. ევროპაში ასეთი ტიპის ავტომობილებს ასევე უწოდებენ სუპერმინის (supermini) ან ქალაქის მანქანას (city or urban car). შესაბამისად, ეს ელექტრომობილი ორადგილიანია.


ამ ელექტრომობილის პირველი თაობის წარმოება დაიწყო 2007 წელს, როდესაც ლონდონში „საველე პირობებში“ გამოსაცდელ გაეშვა მისი 100 ერთეული. მეორე თაობის სერიული წარმოება დაიწყო 2009 წელს და სულ გაიყიდა ამ თაობის 2000 ერთეული. 2013 წლიდან დაიმლერმა დაიწყო სმარტ იდი-ს მე-3 თაობის გამოშვება და წელიწადნახევრის განმავლობაში გაიყიდა ამ თაობის 6500 ერთეული. ამჟამად, წარმოებაშია მეოთხე თაობის სმარტ იდი, გაუმჯობესებული ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეით, ამდენად, ამ სტატიაში მოყვანილი ტექნიკური მონაცემები ამ ელექტრომობილის ბოლო ვერსიის შესაბამისია.


სმარტ იდი-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 160 კმ, რასაც ელექტრომობილში არსებული 17,6 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს. ეს ციფრი გამოთვლილია NEDC-ის მიხედვით. ამასთან, ბატარეა შეიცავს 96 ელემენტს.


სმარტ იდი-ს, 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება, შეუძლია სულ ცოტა 11,5 წამში, ხოლო 0-დან 60 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება კი - სულ ცოტა 4,9 წამში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 130 კმ/სთ-ში. სმარტ იდი აღჭურვილია 60 კილოვატიანი ავტონომიურად აღგზნებადი, სამფაზა სინქრონული ელექტრული ძრავით. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელექტრულ ძრავას შეუძლია მაქსიმალურად გასცეს მხოლოდ 41 კილოვატი სიმძლავრე. ძრავის ბრუნთა რიცხვი შეადგენს 160 ნიუტონ მეტრს.


ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,085 ტონას. ტვირთის მაქსიმალური წონაა 0,225 ტონა, შესაბამისად, მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში ამ ელექტრომობილის წონა შეადგენს 1,310 ტონას.


სმარტ იდი-ს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის 2698/1666/1555 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს 1873 მილიმეტრს.


სახლის პირობებში, 220-240 ვოლტზე სმარტ იდი-ს დამუხტვა 20%-100% შესაძლებელია დაახლოებით 6 საათში, ხოლო სახლის სპეციალურ სატენებზე (ე.წ. Wallbox) კი - 3,5 საათში.


მწარმოებლის ვებ-გვერდის მიხედვით, სმარტ იდი-ს სახლის სპეციალური სატენების მეშვეობით 100 კმ-ით დამუხტვისთვის საჭიროა 12,9 კილოვატსაათი ელექტროენერგია, ხოლო პირდაპირ საყოფაცხოვრებო ქსელიდან - 15,1 კილოვატსაათი ელექტროენერგია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისთვის. გამოდის, რომ საქართველოში, ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, სახლის სპეციალური სატენების მეშვეობით ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 2,84 ლარად (12,9*0,22), ხოლო პირდაპირ საყოფაცხოვრებო ქსელიდან დამუხტვისას - 3,32 ლარად.


როგორც წინა ორ გერმანულ ელექტრომობილის განხილვისას, სმარტ იდი-ს შემთხვევაშიც, რამდენადაც დეტალურად არის მოცემული მწარმოებლის ვებ-გვერდზე ელექტრომობილის ტექნიკური სპეციფიკაციები, იმდენად ბუნდოვანია ან ვერ იძებნება ინფორმაცია საგარანტიო პირობებზე.


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის წარმოებული სმარტ იდი-ს ფასი მერყეობს დაახლოებით 21 940 ევროდან 31 000 ევრომდე.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page