ტესლას ახალი რეკორდი
- teslaauto.ru
- 4 апр. 2017 г.
- 1 мин. чтения

ტესლამ დაამყარა ელექტრომობილების წარმოებისა და საბოლოო მომხმარებლებზე
მიწოდების რეკორდი, კერძოდ, 2017 წლის პირველ კვარტალში მან შექმნა 25418
ელექტრომობილი, რითაც გადააჭარბა Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზებს.
2 აპრილს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ 2017 წლის პირველ
კვარტალში მან საბოლოო მომხმარებლებს მიაწოდა 13 450 ცალი ტესლა მოდელ ეს-ი და
11 550 ცალი ტესლა მოდელ იქს-ი.
გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით კომპანიას გაყიდვების 69%-იანი ზრდა
აქვს.
აღნიშნულის გარდა, კიდევ 4650 ცალი ელექტრომობილი მიწოდების პროცესშია, რაც
მეორე კვარტლის მონაცემებში აისახება.
გასული კვარტლის სრული ფინანსური მაჩვენებლები ერთი თვის შემდეგ იქნება
ხელმისაწვდომი.
წყარო: http://teslauto.ru/tesla-ustanovila-rekord-po-postavke-svoikh-elektrokarov/#more-13676
Comentários