top of page

რეალური ელექტრომობილი არარეალურ ფასად!

  • elektromobili.ge
  • 26 мар. 2017 г.
  • 1 мин. чтения

კომპანია ფარადეი ფიუჩერსი (Faraday Future) გეგმავს გამოუშვას ელექტრომობილი, რომელიც თავისი მონაცემებით ბევრად აღემატება ტესლა-ს ყველა დღეს არსებულ ელექტრომობილს. ამ ელექტრომობილის სახელწოდებაა ეფ-ეფ 91(FF91). ერთადერთი, რითაც ეს ელექტრომობილი ტესლა-ს ელექტრომობილებს ვერ ჯობნის ფასია: პირველი პროტოტიპის პრეზენტაციის შემდეგ გაირკვა, რომ მისი ღირებულება დაახლოებით 290 000 აშშ დოლარი იქნება.


კომპანია ფარადეი ფიუჩერსი (Faraday Future) დაფუძნებულია აშშ-ში, თუმცა მას, ლუციდ ეირ-ის (Lucid Air) მსგავსად, აფინანსებს ჩინური კომპანია LeEco, რომლის უკან დგას ჩინელი მილიარდელი Jia Yueting.


ამ ელექტრომობილს შემდეგი მონაცემები აქვს:

ელექტროძრავის სიძლიერე - 1 050 ცხენის ძალა;

ელემენტების ბატარეის სიმძლავრე - 130 კვტ.სთ.;

გამავლობა - 608 კმ.;

0-100 კმ.-მდე აჩქარება - 2,39 წამში;


კომპანიის განცხადებით შეკვეთების წინასწარი რეზერვირების ღირებულება 5000 აშშ დოლარი იქნება.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page