top of page

ლუციდ ეირ

  • elektromobili.ge
  • 16 мар. 2017 г.
  • 1 мин. чтения

ლუციდ ეირ-ი (Lucid Air) ახალი ელექტრომობილი, რომელსაც აქვს ამბიცია გახდეს ტესლა მოდელ ეს-ის (Model S) კონკურენტი. ამ ელექტრომობილის წარმოება უნდა დაიწყოს 2019 წელს, კომპანია ლუციდ მოტორსის (Lucid Motors) მიერ. ეს კომპანია დაფუძნებულია აშშ-ში, თუმცა მას აფინანსებს ჩინური კომპანია LeEco.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმებით ლუციდ მოტორს უნდა გამოეშვა 1000 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი ორი მოდიფიკაციის ელექტრომობილი, კერძოდ, ერთი, 400 მილის (640 კმ.) გამავლობის (130 კილოვატსაათიანი ელემენტების ბატარეით), ხოლო მეორე, 315 მილის (504 კმ.) გამავლობის (100 კილოვატსაათიანი ელემენტების ბატარეით), ამ ეტაპზე კომპანია უფრო მოკრძალებულ ვერსიას დაჯერდა; რამდენიმე დღის წინ ლუციდ მოტორსმა გამოაცხადდა, რომ ლუციდ ეირ-ს შეეძლება 240 მილის (384 კმ.) გავლა (400 ცხენის ძალის მქონე ძრავით), თუმცა ელექტრომობილის ფასი იქნება 60 000 აშშ დოლარი.

ტესლა-ს მსგავსად, ლუციდ მოტორსმა გამოაცხადა შეკვეთების წინასწარი დარეზერვება, რომლის ღირებულებაც 2500 აშშ დოლარის ტოლფასია. პირველ წელს, ანუ 2019 წელს კომპანია 10 000 ეგზემპლარის გაყიდვას გეგმავს. 2019 წლამდე კი გამოშვებული იქნება 255 ცალი 100 000 აშშ დოლარის ღირებულების ე.წ. "გამშვები გამოცემის" (Launch Edition) ლუციდ ეირ-ი, რომელსაც ექნება კომპანიის მიერ თავდაპირველად გამოცხადებული მონაცემები და გაუმჯობესებების სრული პაკეტი.


Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page