top of page

მერსედეს ბენც ბი250ე

  • elektromobili.ge
  • 12 мар. 2017 г.
  • 1 мин. чтения

მერსედეს ბენც ბი250ე წარმოადგენს დაიმლერი-ს (Daimler AG) კუთვნილი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის მერსედეს ბენც-ის (Mercedes-Benz) ევროპული ბე (B) სეგმენტის ელექტრომობილს.


მერსედეს ბენც ბი250ე-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 200 კმ, რასაც ელექტრომობილში არსებული 28 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს. ეს ციფრი გამოთვლილია NEDC-ს მიხედვით. EPA-ს მიხედვით კი, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებია და შეადგენს 140 კილომეტრს.


მერსედეს ბენც ბი250ე-ს, 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება, შეუძლია სულ ცოტა 7,9 წამში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 160 კმ/სთ-ში. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური სიჩქარე ხელოვნურად არის შეზღუდული მანქანის ელექტრონიკით, რათა არ შემცირდეს მანქანის გამავლობა. მერსედეს ბენც ბი250ე აღჭურვილია 132 კილოვატიანი (179 ცხენის ძალა) ასინქრონული ელექტრული ძრავით.


ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,725 ტონას. ტვირთის მაქსიმალური წონაა 0,445 ტონა, შესაბამისად, მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში ამ ელექტრომობილის წონა შეადგენს 2,170 ტონას.


სახლის პირობებში, 220-240 ვოლტზე (13 ამპერი) მერსედეს ბენც ბი250ე-ს სრული დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 9 საათში, ხოლო სახლის სპეციალურ სატენებზე, კერძოდ, 400 ვოლტზე (16 ამპერი) მერსედეს ბენც ბი250ე-ს 100 კილომეტრით დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 1,5 საათში, ხოლო სრული დამუხტვა 2,4 საათში. სამწუხაროდ, ამ ელექტრომობილს არ გააჩნია სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, ანუ ქუჩის სპეციალური სატენი სადგურების არსებობის შემთხვევაშიც კი, მისი სრული დამუხტვა შეუძლებელია 2,4 საათზე ადრე.


NEDC-ს მიხედვით, მერსედეს ბენც ბი250ე ყოველ 100 კმ მოიხმარს დაახლოებით 16,6 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. დავუშვათ, რომ ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის, დამატებით იკარგება 50%-ით მეტი ელექტროენერგია და 16,6 კილოვატსაათით ნაცვლად, 100 კილომეტრის გასავლელად საჭიროა 24,9 კილოვატსაათი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისთვის. გამოდის, რომ საქართველოში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 5,48 ლარად (24,9*0,22).


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის წარმოებული მერსედეს ბენც ბი250ე-ს ფასი მერყეობს დაახლოებით 39 151 ევროდან 61 000 ევრომდე.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page