top of page

კია სოულ ივი

  • elektromobili.ge
  • 5 мар. 2017 г.
  • 2 мин. чтения

კია სოულ ივი-ს წარმოადგენს კია მოტორსის მიერ შექმნილ სუბკომპაქტური კლასის (შეესაბამება ევროპულ ბე (B) სეგმენტს) და კროსოვერის ტიპის ელექტრომობილს. მისი წარმოება დაიწყო 2014 წლის ივლისში.


2016 წლის იანვრის მდგომარეობით მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 10 000 ცალზე მეტი კია სოულ ივი.


კია სოულ ივი-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 150 კმ, რასაც ელექტრომობილში არსებული 27 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს. ეს ციფრი გამოთვლილია EPA-ს მიხედვით. ამასთან, აღსანიშნია ის, რომ ამ ელეტრომობილს გააჩნია ყველაზე მაღალი ტევადობის ელემენტების ბატარეა (უფრო მაღალი ტევადობის ვიდრე ტესლა მოდელ ესი-ს აქვს). რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ტევადობა არ ნიშნავს ყველაზე დიდ მოცულობას, ამ ნაწილში პირველობას ტესლა მოდელ ესი ინარჩუნებს, რომელსაც 100 კილოვატსაათიანი ელემენტების ბატარეა აქვს.


კია სოულ ივი-ს, 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება, შეუძლია სულ ცოტა 12 წამში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 150 კმ/სთ-ში. კია სოულ ივი აღჭურვილია 81,4 კილოვატიანი (109 ცხენის ძალა) ელექტრული ძრავით.


ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს მინიმუმ 1,491 და მაქსიმუმ 1,514 ტონას. მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში მისი წონა შეადგენს 1,959 ტონას.


სახლის პირობებში, 120 ვოლტზე კია სოულ ივი-ს სრული დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 24 საათში, ხოლო 220-240 ვოლტზე კი - 4,1 - 4,50 საათში. ქუჩის CHAdeMO-ს ტიპის სპეციალურ მუდმივი დენის სატენზე (480 ვოლტი) ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის 94%-ით დამუხტვა შესაძლებელია 43 წუთში.


აშშ-სთვის წარმოებული კია სოულ ივი-ს ფასი მერყეობს დაახლოებით 32 250 აშშ დოლარიდან 38 825 აშშ დოლარამდე.


აშშ-სთვის წარმოებულ კია სოულ ივი-ს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) ზოგადი - 5 წელი ან დაახლოებით 96 500 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ბ) პერფორაციის საწინააღმდეგო - 10 წელი ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; გ) ძალოვანი აგრეგატის - 10 წელი ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; დ) 24 საათიანი ტექნიკური დახმარება გზაზე - 5 წელი ან დაახლოებით 96 500 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ე) ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეის - 10 წელი ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page