top of page

ბეიძინგს (პეკინი) სურს ჩაანაცვლოს მისი 70 000 ტაქსი ელექტრომობილებით, რათა დაძლიოს ქალაქის ჰაერის და

  • Electrek
  • 2 мар. 2017 г.
  • 1 мин. чтения

ელექტრომობილები უფრო და უფრო მიმზიდველები ხდებიან ტაქსის კომპანიებისთვის, რასაც განაპირობებს საწვავის ხარჯვის ეკონომიურობა და მოვლა-შენახვის დაბალი ხარჯი. ამავე დროს, დიდი ქალაქების ადგილობრივი მმართველობებიც ხედავენ შესაძლებლობას ელექტრომობილების მეშვეობით შეამცირონ ჰაერის დაბინძურება ქალაქის ცენტრებში, სადაც განსაკუთრებით დიდია ტაქსების რაოდენობა.

ბეიძინგი (პეკინი) წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტაქსო პარკის მქონე თვითმმართველობას, რომელმაც სულ ახლახან გააჟღერა სურვილი გარდაქმნას არსებული ტაქსო პარკი ელექტრომობილების ტაქსო პარკად.

როგორც „National Business Daily“ აცხადებს, ეს გარდაქმნა დაიწყება წელსვე, შესაბამისად, ამ რეგიონში რეგისტრირებული ყველა ახალი ტაქსი უნდა იყოს ელექტრული.

თვითმმართველობა, რომელშიც ცხოვრობს 20 მილიონი ადამიანი, მოცულია 70 000 ერთეულის ავტომობილის მქონე ტაქსო პარკით. თვითმმართველობის მესვეურები ვარაუდობენ, რომ ეს გარდაქმნა დაჯდება 9 000 000 000 იუანი (1 300 000 000 აშშ დოლარი).

ქალაქის მესვეურთა ამ განცხადების შემდეგ ელექტრომობილების მწარმოებელი ზოგიერთი კომპანია უეჭველი შეეცდება ტაქსის ბიზნესში ბაზრის წილის მოპოვებას - შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ახალი წესი.

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიები არ იქნებიან ერთადერთნი, რომლებიც იხეირებენ ამ გარდაქმნით. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იტანჯება დაბინძურებული ჰაერით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე ნახავს სარგებელს.

მიუხედავად იმისა, რომ ბეიძინგი (პეკინი) არის ჩინეთის უდიდესი ქალაქი, იგი არ არის ერთადერთი ჩინური ქალაქი, რომელმაც ხსენებული მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, შენჯენმა და ტაიიუანმა უკვე განაცხადეს მათი ტაქსო პარკების მსგავს გარდაქმნაზე.

ჩინეთი დიდი ტემპებით ახორციელებს ინვესტიციას ელექტრომობილებში.

ჩინეთი გახდა მსოფლიოში ელექტრომობილების უდიდესი ბაზარი. 2016 წელს ქვეყანამ გააორმაგა ელექტრომობილების პარკი და ახლა ის 600 000 ელექტრომობილს მოიცავს, რაც მეტია ვიდრე აშშ და ყველა ევროპული ქვეყნის ელექტრომობილების პარკი ერთად აღებული. იმისთვის, რომ შეინარჩუნოს პირველობა, ჩინეთმა გააუქმა ყველა შეზღუდვა ელექტრომობილების წარმოებაზე, რათა მოიზიდოს ელექტრომობილების მწარმოებელი მეტი საწარმო (საუბარია არა ჩინური წარმომავლობის კომპანიების მიმართ მოქმედ შეზღუდვაზე).

სტატია თარგმნილია ვებ-გვერდიდან https://electrek.co/.

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://electrek.co/2017/02/28/beijing-electric-taxis-air-polution/


 
 
 

Comentários


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page