„ტესლა“-მ 2016 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა
- teslaauto.ru
- 28 февр. 2017 г.
- 2 мин. чтения
მიმდინარე წლის 22 თებერვალს კომპანია „ტესლა“-მ წარმოადგინა 2016 წლის ბოლო კვარტლისა და მთელი წლის ფინანსური ანგარიში.
ანგარიშის მიხედვით კომპანიის ზარალმა შეადგინა 121 300 000 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მესამე კვარტალში „ტესლა“ გავიდა მოგებაზე, მეოთხე კვარტალში იგივე ვერ გაიმეორა, შედეგად, 2016 წლის მე-4 კვარტლის ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 2 280 000 000 აშშ დოლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავალმა შეადგინა 1 240 000 000 აშშ დოლარი), ხოლო ზარალმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეადგინა 121 300 000 აშშ დოლარი (69 აშშ ცენტი აქციაზე). 2015 წელს კომპანიამ 320 000 000 აშშ დოლარი იზარალა. 2016 წლის მაჩვენებლით შემოსავალმა შეადგინა 7 000 000 000 დოლარი.
აღნიშნული ფინანსური ანგარიში, პირველია მას შემდეგ, რაც „ტესლა“-ს აქციონერებმა თანხმობა მისცეს კომპანიას 2 000 000 000 აშშ დოლარად შეესყიდა მზის პანელების მწარმოებელი კომპანია „სოლარ სითი“.
სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშის წარმოდგენის დროს, კომპანიამ განაცხადა, რომ „ტესლა მოდელ 3“-ის სერიული წარმოება დაიწყება 2017 წლის სექტემბერში. თუმცა საცდელ რეჟიმში ამ ელექტრომობილის წარმოებაში ჩაშვება დაგეგმილია ივლისში. „ტესლა“-ს გეგმავს, რომ 2017 წლის ბოლომდე ის შეძლებს ყოველკვირეულად 5 000 ცალი „ტესლა მოდელ 3“-ს გამოშვებას, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი 10 000 ცალამდე გაიზრდება. ამ ელექტრომობილის საწყისი ფასი იქნება 35 000 აშშ დოლარი. ერთ დამუხტვაზე იგი შეძლებს დაახლოებით 350 კილომეტრის გავლას. ეს ელექტრომობილი იქნება „ტესლა“-ს ყველაზე „იაფი“ პროდუქტი წარმოების ამ სეგმენტში. მას შემდეგ, რაც „ტესლა“-მ ფართო საზოგადოებას წარმოუდგინა ამ ელექტრომობილის პირველი ეგზემპლიარები, წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ პირველი თვეში შეადგინა 400 000 ცალი (ავანსის სახით თითოეულმა დამკვეთმა გადაიხადა 1000 აშშ დოლარი).
ახალი მოდელის გარდა „ტესლა“ უკვე აწარმოებს ორ ელექტრომობილს, კერძოდ, სედანის ტიპის „ტესლა მოდელ ესი“-ს და კროსოვერის ტიპის „ტესლა მოდელ იქს“-ს. 2016 წლის განმავლობაში სულ გაიყიდა ორივე მოდელის 76 230 ეგზემპლარი. 2017 წლის პირველ ნახევარში კომპანია გეგმავს გაყიდოს ორივე მოდელის დაახლოებით 50 000 ცალი ელექტრომობილი.
ამ გეგმების სარეალიზაციოდ და შესაბამისად, წარმოების მოცულობის გასაზრდელად, „ტესლა“-ს უახლოეს წლებში დაგეგმილი აქვს კიდევ სამი „გიგაქარხნის“ მშენებლობა.
სტატია თარგმნილია ვებ-გვერდიდან www.teslaauto.ru.
სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://teslauto.ru/kompaniya-tesla-predstavila-finansovyy-otchet/#more-13498
Kommentare