შევროლე ბოლტ ივი, ტესლა მოდელ 3-ის კონკურენტი?!
- elektromobili.ge
- 26 февр. 2017 г.
- 2 мин. чтения

შევროლე ბოლტ ივი-ს წარმოადგენს ჯენერალ მოტორსის შევროლეს დანაყოფის მიერ, კორპორაცია ელ-ჯი-სთან (LG Corporation) თანამშრომლობით, შექმნილი სუბკომპაქტური კლასის (შეესაბამება ევროპულ ბე (B) სეგმენტს) ელექტრომობილს. მისი 2017 წლის მოდელის წარმოება დაიწყო 2016 წლის ნოემბერში. ევროპაში, აღნიშნული ელექტრომობილი, რებრენდირებულია როგორც ოპელ ამპერა-ე (Opel Ampera-e).
გამომდინარე იქიდან, რომ შევროლე ბოლტ ივი-ს წარმოება სულ ახლახან დაიწყო, დაზუსტებული ინფორმაცია მისი გაყიდვების რაოდენობაზე ვერ მოვიპოვეთ.
შევროლე ბოლტ ივი-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 380 კმ, რასაც ელექტრომობილში არსებული 60 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს. ეს ციფრი გამოთვლილია EPA-ს მიხედვით. ამასთან, NEDC-ს მიხედვით ამ ელექტრომობილს შეუძლია 500 კმ-ის გავლა.
შევროლე ბოლტ ივი-ს, 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება, შეუძლია სულ ცოტა 7,3 წამში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 150 კმ/სთ-ში. შევროლე ბოლტ ივი აღჭურვილია 150 კილოვატიანი (200 ცხენის ძალა) ელექტრული ძრავით.
ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,624 ტონას.
სახლის პირობებში, 120 ვოლტზე შევროლე ბოლტ ივი-ს 77 კმ-ით დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 12 საათში. სახლის სპეციალურ 220-240 ვოლტიან (32 ამპერი) სატენებზე ელექტრომობილის 65-80 კმ-ით დამუხტვა შესაძლებელია 2 საათში, 160 კმ-ით - 4,5 საათში, ხოლო სრული დამუხტვა შესაძლებელია 9,5 საათში. ქუჩის სპეციალურ მუდმივი დენის სატენზე ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის 145 კმ-ით დამუხტვა შესაძლებელია 30 წუთში, ხოლო 257 კმ-ის - 1 საათში.
აშშ-სთვის წარმოებული შევროლე ბოლტ ივი-ს ფასი მერყეობს დაახლოებით 37 000 აშშ დოლარიდან 43 000 აშშ დოლარამდე.
აშშ-სთვის წარმოებულ შევროლე ბოლტ ივი-ს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) დიაგნოსტიკური მომსახურება (2 ვიზიტი) - 2 წელი ან დაახლოებით 39 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ბ) 24 საათიანი ტექნიკური დახმარება გზაზე - 5 წელი ან დაახლოებით 96 500 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; გ) ძალოვანი აგრეგატის - 5 წელი ან დაახლოებით 96 500 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; დ) კოროზიის საწინააღმდეგო - 6 წელი ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ე) ტექნიკური დახმარება გზაზე - 5 წელი ან დაახლოებით 96 500 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ე) ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეის და ელექტრული ნაწილებისთვის - 8 წელი ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება.
ამასთან, აღსანიშნია ისიც, რომ მწარმოებელი ამ ელექტრომობილს განიხილავს ტესლა მოდელ 3-ის კონკურენტად, რასაც განაპირობებს მისი ფასი და გავლის მანძილი. თუმცა ტესლას ფანატებისთვის ეს ცოტა ძნელად აღსაქმელი და დასაჯერებელი იქნება.
Comentaris