ბი-ემ-ვი ი3
- elektromobili.ge
- 6 февр. 2017 г.
- 2 мин. чтения

ბი-ემ-ვი ი3 (BMW i3) წარმოადგენს ბი-ემ-ვი-ს ჰეჩბექის ტიპის ელექტრომობილს. მისი სერიული წარმოება დაიწყო 2014 წელს.
2014 წლიდან დღემდე მსოფლიოში გაიყიდა 65 000 ცალი ბი-ემ-ვი აი3.
NEDC-ს მიხედვით ბი-ემ-ვი ი3-ს, რომელსაც აქვს 60 ამპ./სთ ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 190 კმ, ხოლო ბი-ემ-ვი ი3-ს, რომელსაც აქვს 94 ამპ./სთ ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 300 კმ (200 კმ - ყოველდღიური აქტივობების შემთხვევაში).
ამასთან, მწარმოებლის საიტზე კლიენტებს შეუძლიათ უფრო მეტი სიზუსტით გამოითვალონ ბი-ემ-ვი ი3-ს გამავლობა. კერძოდ, ყველაზე ცუდ კლიმატურ პირობებში (-10 გრადუსი ცელსიუსით), ჩართული გამათბობლით და 30 კმ/სთ სიჩქარით, ბი-ემ-ვი ი3 (94 ამპ./სთ ელემენტების ბატარეით), ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 150 კმ (მწარმოებლის საიტის მიხედვით, იმავე პირობებში ოღონდ 80 კმ/სთ სიჩქარით, ამ ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს 163 კმ). ყველაზე ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში (+20 გრადუსი ცელსიუსით), გამორთული კონდიცირების სისტემით და 30 კმ/სთ სიჩქარით, ბი-ემ-ვი ი3-ს (94 ამპ./სთ ელემენტების ბატარეით), ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 279 კმ.
ბი-ემ-ვი ი3-ს (94 ამპ./სთ. და 60 ამპ/სთ. ელემენტების ბატარეით), 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება, შეუძლია სულ ცოტა 7,3 და 7,2 წამში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 150 კმ/სთ-ში, ორივე მოდიფიკაციისთვის.
ამ ელექტრომობილის წონა (94 ამპ./სთ. და 60 ამპ/სთ. ელემენტების ბატარეით), ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,32 და 1,28 ტონას, ხოლო მაქსიმალურად დასაშვები წონა 1,67 და 1,63 ტონას. მაქსიმალური ტვირთი, რომელიც შეიძლება გადაზიდოს ბი-ემ-ვი ი3-მა შეადგენს 0,425 ტონას, ორივე მოდიფიკაციისთვის.
სახლში (220) ბი-ემ-ვი ი3 დამუხტვა 200 კმ-ით (100%) შესაძლებელია 12 საათსა და 15 წუთში, ხოლო 160 კმ-ით (80%) 9 საათსა და 30 წუთში. სახლის სპეციალური სატენებით, რომელსაც ბი-ემ-ვი დაახლოებით 1000 აშშ დოლარად სთავაზობს მომხმარებელს, ელექტრომობილის დამუხტვა 200 კმ-ით (100%) შესაძლებელია 3 საათსა და 30 წუთში, ხოლო 160 კმ-ით (80%) 2 საათსა და 45 წუთში. ბი-ემ-ვი-ს სერვის ცენტრებში (BMW i Wallbox Pro (AC)) ბი-ემ-ვი ი3 დამუხტვა 200 კმ-ით (100%) შესაძლებელია 4 საათსა და 50 წუთში, ხოლო 160 კმ-ით (80%) 3 საათსა და 45 წუთში. ქუჩის ცვლადი დენის სადგურებზე ბი-ემ-ვი ი3-ის დამუხტვა 200 კმ-ით (100%) შესაძლებელია 3 საათსა და 30 წუთში, ხოლო 160 კმ-ით (80%) 2 საათსა და 45 წუთში. ქუჩის მუდმივი დენის სადგურებზე ბი-ემ-ვი ი3-ის დამუხტვა 200 კმ-ით (100%) შესაძლებელია 1 საათსა და 15 წუთში, ხოლო 160 კმ-ით (80%) 39 წუთში.
ბი-ემ-ვი ი3 ყოველ 100 კმ მოიხმარს დაახლოებით 13 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. დავუშვათ, რომ ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის, დამატებით იკარგება 50%-ით მეტი ელექტროენერგია და 13 კილოვატსაათით ნაცვლად, 100 კილომეტრის გასავლელად საჭიროა 20 კილოვატსაათი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისთვის. გამოდის, რომ საქართველოში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 4,4 ლარად (20*22).
ბი-ემ-ვი ი3-ის ფასები მერყეობს 43 600 აშშ დოლარიდან 57 524 აშშ დოლარამდე (ფასები მოცემულია აშშ შტატების ფარგლებში მიწოდების შემთხვევაში).
Comments