top of page

ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი

  • elektromobili.ge
  • 1 февр. 2017 г.
  • 1 мин. чтения

მოწინავე, გარემოსთან კეთილგანწყობილი, ხელმისაწვდომი, საოჯახო ელექტრომობილი (Leading Environmentally-friendly Affordable Family car) - ეს არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილის ნისან ლიფ-ის (Nissan Leaf) ბეკრონიმი. იგი წარმოადგენს ნისან მოტორსის ჰეჩბექის ტიპის ელექტრომობილს. მისი სერიული წარმოება დაიწყო 2010 წელს. 2016 წელს ნისან მოტორსმა განაახლა ნისან ლიფ-ი, შესაბამისად ამ სტატიაში მოყვანილი ტექნიკური მონაცემები ამ ელექტრომობილის განახლებული ვერსიის შესაბამისია.


2010 წლიდან დღემდე მსოფლიოში გაიყიდა 250 000 ცალი ნისან ლიფ-ი, ამასთან აღსანიშნია, რომ ყველაზე დიდი მაჩვენებელი აშშ-ს გააჩნია, სადაც გაყიდა 100 000 ცალზე მეტი, იაპონიაში - დაახლოებით 70 000 ცალი, ხოლო ევროპაში - 60 000 ცალი.


განახლებულ ნისან ლიფ-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 172 კმ, რასაც ელექტრომობილში არსებული 30 კვტ.სთ ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს. ეს ციფრი გამოთვლილია EPA-ს მიხედვით (EPA ანუ აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტო). ამასთან, თავად მწარმოებელი აცხადებს, რომ რეალურ გარემოში ეს მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა უფრო დეტალური სიმულაციების განხორციელების და ნახვის საშუალება მწარმოებლის ვებ-გვერდზე არ არსებობს.


სახლის პირობებში (220 ვოლტზე) ნისან ლიფ-ის 172 კმ-ით დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 8 საათში, სახლის სპეციალურ სატენებზე კი - დაახლოებით 6 საათში. ქუჩის სპეციალურ სატენებზე დამუხტვის დრო მწარმოებელს მითითებული არ აქვს.


ამჟამად, ნისან მოტორსი გვთავაზობს ლიფ-ის 3 ვერსიას, რომელთა ფასები იწყება, ნისან ლიფ-ი ეს-ისთვის 30,680 აშშ დოლარიდან, ნისან ლიფ-ი ესვი-სთვის 34,200 აშშ დოლარიდან, ნისან ლიფ-ი ესელ-ისთვის 36,790 აშშ დოლარიდან.


აშშ-სთვის წარმოებულ ნისან ლიფ-ს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) ზოგადი - 36 თვე ან დაახლოებით 58 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ბ) ელექტრული ძრავისა და ელექტრომობილის სისტემისთვის - 60 თვე ან დაახლოებით 96 500 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; გ) ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეისთვის - 96 თვე ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page