top of page

რენო ზოი

  • elektromobili.ge
  • 22 янв. 2017 г.
  • 1 мин. чтения

რენო ზოი (Renault ZOE) წარმოადგენს, ავტოკონცერნ რენო-ს ჰეჩბექის ტიპის „ბ“ სეგმენტის („ბ“ კლასის) ელექტრომობილს. მისი სერიული წარმოება დაიწყო 2012 წელს. 2016 წელს რენო-მ განაახლა რენო ზოი, მათ შორის და ყველაზე მნიშვნელოვანი, ელემენტების ბატარეის სიმძლავრე გაზარდა 40 კვტ.სთ.-მდე, რის შედეგადაც ელექტრომობილის ერთ დატენვაზე გავლის უნარი გაიზარდა თითქმის ორჯერ.

განახლებულ რენო ზოი-ს, ერთ დატენვაზე, თეორიულად შეუძლია გაიაროს 400 კმ. ეს ციფრი გამოთვლილია NEDC-ს მიხედვით (NEDC ანუ ახალი ევროპული სასვლო ციკლი - გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობისა და ძრავას ეკონომიურობის შეფასების ციკლი მსუბუქი ავტომანქანებისა და მცირე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებისათვის. ტარდება სარბენ დოლებზე ქალაქის, ქალაქგარე და სხვა რეჟიმის იმიტაციით). ამასთან, თავად მწარმოებელი ასახელებს რეალურთან მიახლოებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ზამთარში განახლებულ რენო ზოი-ს მხოლოდ 198 კმ.-ის გავლა შეუძლია, ხოლო ზაფხულში - 297 კმ.-ის. ამასთან, რენო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ყველაზე ცუდ კლიმატურ პირობებში (-15 გრადუსი ცელსიუსით), ჩართული გამათბობლით, 17 დიუმიანი საბურავებით და 111 კმ/სთ სიჩქარით, რენო ზოი-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 135 კმ. ყველაზე ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში (+20 გრადუსი ცელსიუსით), გამორთული კონდიცირების სისტემით, 15 დიუმიანი საბურავებით და 30 კმ/სთ სიჩქარით, რენო ზოი-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 357 კმ.

სახლის პირობებში (220 ვოლტზე) რენო ზოი-ს 400 კმ-ით დატენვა შესაძლებელია დაახლოებით 25 საათში, სახლის სპეციალურ სატენებზე კი - დაახლოებით 8 საათში. ქუჩის სპეციალურ სატენებზე ეს დრო გაცილებით ნაკლებია და შეადგენს 2 საათსა და 40 წუთს.

ამჟამად, რენო გვთავაზობს ზოი-ს 4 ვერსიას, რომელთა ფასები იწყება, რენო ზოი Life-სთვის 23 600 ევროდან, რენო ზოი Zen-სთვის 24 800 ევროდან, რენო ზოი Intens -სთვის 25 600 ევროდან და რენო ზოი Edition One-სთვის 28 000 ევროდან.

Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page