top of page

ტესლა მოდელ იქსი

  • Фото автора: JSC Elektromobili
    JSC Elektromobili
  • 15 янв. 2017 г.
  • 1 мин. чтения

ტესლა მოდელ იქსი (Tesla Model X) წარმოადგენს, ტესლა მოტორსის კროსოვერის ტიპის ელექტრომობილს. მისი სერიული წარმოება დაიწყო 2015 წელს. ელექტრომობილი ტესლა მოდელ იქსი არის მესამე ელექტრომობილი, რომლის წარმოებაც დაიწყო ტესლა მოტორსმა, თუმცა წარმოადგენს მსოფლიოში ამ ტიპის პირველ ელექტრომობილს. საბაზისო ვერსიაში ტესლა მოდელ იქსი ხუთ ადგილიანია (მძღოლის ჩათვლით), თუმცა დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში მისი გაუმჯობესება შესაძლებელია 6 ან 7 ადგილიანამდე. დამატებითი სკამები თავსდება საბარგულში. ამ ელექტრომობილის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს უკანა კარები ე. წ. „შევარდნის ფრთები“, რომლებიც, როგორც სურათზე ჩანს, იღება ვერტიკალურად, ქვემოდან ზემოთ. ისინი აღჭურვილია ზემგრძნობიარე სენსორებით, რომელთა მეშვეობითაც მათი გაღება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილებს შორის მანძილი ერთი საშუალო შემოწერილობის ადამიანის სიგანის ტოლი მაინც არის.

ამჟამად, ტესლა მოტორსი გვთავაზობს ტესლა მოდელ იქსი-ს 3 ვერსიას, ესენია (ფასისა და შესაძლებლობის ზრდის მიხედვით): ტესლა მოდელ იქსი 75D, ტესლა მოდელ იქსი 90D და ტესლა მოდელ იქსი P100D. ფასი მერყეობს 88 800 აშშ დოლარიდან 160 050 აშშ დოლარამდე.

ტესლა მოდელ იქსი 75D-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 417 კმ, ტესლა მოდელ იქსი 90D-ს კი - 489 კმ, ხოლო ტესლა მოდელ იქსი P100D-ს კი - 542 კმ.

ტესლა მოდელ იქსი 75D-ს 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება შეუძლია სულ ცოტა 6,2 წამში, ტესლა მოდელ იქსი 90D-ს კი - 5,0 წამში, ხოლო ტესლა მოდელ იქსი P100D-ს კი - 3,1 წამში.

ტესლა მოდელ იქსი 75D-ს მაქსიმალური სიჩქარეა 210 კმ/სთ.-ში, ტესლა მოდელ იქსი 90D-სა და ტესლა მოდელ იქსი P100D-ს კი - 250 კმ/სთ.-ში.

სახლის პირობებში (220 ვოლტზე) ტესლა მოდელ ესი-ს 480 კმ-ით დატენვა შესაძლებელია დაახლოებით 10 საათში. სპეციალურ სატენებზე ეს დრო გაცილებით ნაკლებია, კერძოდ, ტესლა მოტორსის ზემტენზე (Supercharger) ეს დრო შეადგენს 1 საათსა და 25 წუთს.

Commentaires


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page