ტესლა მოდელ ესი
- JSC Elektromobili
- 14 янв. 2017 г.
- 1 мин. чтения

ტესლა მოტორსის ყველაზე გავრცელებულ და შესაბამისად გაყიდვად ელექტრომანქანას წარმოადგენს ტესლა მოდელ ესი (Tesla Model S). იგი წარმოადგენს ე.წ. „ფუფუნების“ (Luxury) კლასის სედანის ტიპის ელექტრომობილს. მისი სერიული წარმოება დაიწყო 2012 წელს. ელექტრომობილი ტესლა მოდელ ესი არის მეორე ელექტრომობილი ტესლა როუდსტერის შემდეგ, რომლის წარმოებაც დაიწყო ტესლა მოტორსმა. თუმცა ტესლა როუდსტერისგან განსხვავებით, მოდელ ესი წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ერთადერთ, მაღალი კლასის ელექტრომობილს, რომელმაც მიაღწია გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს.
ამჟამად, ტესლა მოტორსი გვთავაზობს ტესლა მოდელ ესი-ს 6 ვერსიას, ესენია (ფასისა და შესაძლებლობის ზრდის მიხედვით): ტესლა მოდელ ესი 60, ტესლა მოდელ ესი 60D, ტესლა მოდელ ესი 75, ტესლა მოდელ ესი 75D, ტესლა მოდელ ესი 90, ტესლა მოდელ ესი P100D. ფასი მერყეობს 68 000 აშშ დოლარიდან 158 500 აშშ დოლარამდე.
ყველაზე ცუდ კლიმატურ პირობებში (-10 გრადუსი ცელსიუსით), ჩართული გამათბობლით, 21 დიუმიანი საბურავებით და 120 კმ/სთ სიჩქარით, ტესლა მოდელ ესი 60-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 236 კმ, ხოლო ტესლა მოდელ ესი P100D-ს კი - 360 კმ. ყველაზე ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში (+30 გრადუსი ცელსიუსით), გამორთული კონდიცირების სისტემით, 19 დიუმიანი საბურავებით და 70 კმ/სთ სიჩქარით, ტესლა მოდელ ესი 60-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 544 კმ, ხოლო ტესლა მოდელ ესი P100D-ს კი - 834 კმ. ამასთან, ტესლა მოდელ ესი 60-ს 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება, შეუძლია სულ ცოტა 5,8 წამში, ხოლო ტესლა მოდელ ესი P100D-ს კი - 2,7 წამში.
სახლის პირობებში (220 ვოლტზე) ტესლა მოდელ ესი-ს 480 კმ-ით დატენვა შესაძლებელია დაახლოებით 8 საათში.სპეციალურ სატენებზე ეს დრო გაცილებით ნაკლებია, კერძოდ, ტესლა მოტორსის ზემტენზე (Supercharger) ეს დრო შეადგენს 1 საათსა და 15 წუთს.
Comments