Tesla Motors
- elektromobili.ge
- 25 дек. 2016 г.
- 1 мин. чтения

„ტესლა მოტორსი“ (Tesla Motors), შემოკლებით „ტესლა“ (Tesla), წარმოადგენს ამერიკულ (აშშ) ავტომობილებისა და ენერგიის შემნახველების მწარმოებელ საწარმოს. საწარმოს დამფუძნებლები არიან ილონ მასკი (Elon Musk), მარტინ ებერჰარდი (Martin Eberhard), მარკ ტარპენინგი (Marc Tarpenning) ჯეფრი ბრაიან (ჯეიბი) შტრობელი (JB Straubel). საწარმო დაფუძნებულია 2003 წელს, პალო ალტოში, კალიფორნიის შტატი, აშშ. საწარმოს სპეციალიზებაა ელექტრული ავტომანქანების, მათი ძალოვანი აგრეგატების ნაწილებისა და აკუმულატორების დამტენი მოწყობილობების წარმოება. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტესლა მოტორს შეერწყა მზის პანელების მწარმოებელი კომპანია სოლარ სითი (Solar City), საწარმოს სპეციალიზებას აღნიშნული საქმიანობაც დაემატა.
ამჟამად ტესლა მოტორსის მიერ გამოშვებულ ყველაზე ცნობილი პროდუქციებს წარმოადგენენ:
ელექტრომანქანა ტესლა როუდ სტერი (Tesla Roadster), გამოშვების წელი 2008;
ელექტრომანქანა ტესლა მოდელ ესი (Tesla Model S), გამოშვების წელი 2012;
ელექტრომანქანა ტესლა მოდელ იქსი (Tesla Model X), გამოშვების წელი 2015;
ელექტრომანქანა ტესლა მოდელ 3 (Tesla Model 3), გამოშვების სავარაუდო წელი 2017-2018;
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელემენტების ბატარეა ფაუერვოლი (Powerwall);
საწარმოო დანიშნულების ელემენტების ბატარეა ფაუერფექი (Powerpack);
მზის ელემენტების სახურავი (Solar Roof).
Comments