top of page

Tesla-ს გიგაქარხანაში უკვე 850 მუშაკი დასაქმდა, წარმოების ზრდასთან ერთად, 2017 წლის პირველ ნახევარში

  • Electrek
  • 9 дек. 2016 г.
  • 1 мин. чтения

ვებ-საიტმა Electrek-მა ამ კვირაში გვაუწყა რომ, TESLA-მ მას შემდეგ რაც დააკმაყოფილა საინვესტიციო ვალდებულებებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მოთხოვნები, მიიღო 8 მილიონი აშშ დოლარის საგადასახადო შეღავათი. ამ მოთხოვნების შესრულების შემოწმება დაეფუძნა TESLA-ს 2016 წლის ივნისის მიღწევებს, კერძოდ, შექმნილი 331 სამუშაო ადგილი და 450 000 აშშ დოლარის ინვესტიცია.

მიუხედავად იმისა, რომ TESLA-ს ეს მიღწევები აკმაყოფილებს შტატის (საუბარია აშშ-ის ნევადა-ს შტატზე, სადაც განთავსებულია გიგაქარხანა) მინიმალურ მოთხოვნილებებს, ადგილობრივმა მედიამ დღეს, ხაზი გაუსვა იმას, რომ საწარმოში სამუშაო ადგილების შექმნის პროცესი არ არის თანხვედრი აკუმულატორების ქარხნის ზეგავლენის კვლევასთან, რომელიც შედგენილი იყო 2014 წლის საბაზისო მონაცემების საფუძველზე (იგულისხმება ქარხნის აშენებამდე შედგენილი კვლევა, რომელიც აღწერს იმ სარგებელს, რომელსაც მოუტანს შტატს მისი აშენება).

კრიტიკის საპასუხოდ, TESLA-მ დაადასტურა, რომ ამჟამად გიგაქარხანაში დასაქმებულია 850 მუშაკი და კომპანია 2017 წლის პირველ ნახევარში გეგმავს კიდევ 1 000 კაცის დასაქმებას.

კომპანია განმარტავს, რომ აკუმულატორების ქარხნის ზეგავლენის კვლევით, რომლითაც განსაზღვრული იყო იმ შემთხვევაში როდესაც ქარხნის მშენებლობა დაიწყებოდა 2014 წლის დასაწყისში, მათ 2017 წლის იანვრამდე 1700 ადამიანი უნდა დაესაქმებიათ, მაგრამ მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ბოლოს.

გიგაქარხნის სამუშაო ადგილების ბოლო მნიშვნელოვანი ზრდა დაემთხვა აკუმულატორების ელემენტების წარმოების დაწყებას და Tesla Energy-ს მეორე თაობის პროდუქციის, Powerwall 2-ისა და Powerpack 2-ის, გამოშვებას. იმისთვის, რომ 2018 წელს მიღწეულ იქნეს 35 გვტ. საათის რაოდენობის ტოლფასი აკუმულატორების წარმოება, Tesla ელოდება აკუმულატორების წარმოების ზრდას 2017 წლისთვის, შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც.

თავდაპირველად Tesla, ვარაუდობდა 2020 წელს გიგაქარხნის მშენებლობის დასრულებამდე 6 000 სამუშაო ადგილის შექმნას, მაგრამ Tesla-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გამოაცხადა კომპანიის გეგმების დაჩქარება, რაც განაპირობა Model 3-ზე დაგეგმილზე მეტმა მოთხოვნილებამ. იგი ფიქრობს, რომ საბოლოოდ გიგაქარხანას შეუძლია 150 გვტ. საათის რაოდენობის ტოლფასი აკუმულატორების წარმოება და 10 000 კაცის დასაქმება. როგორც ცნობილია, SolarCity -ს შერწყმის შემდეგ, Tesla-ში ამჟამად დასაქმებულია 30 000 ადამიანი.


გამოქვეყნებულია Electrek-ზე 08.12.16.


Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page